კრიმინალი
24 ივლისი 2020
სიახლეები:
ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევა მიმდინარე წლის 19 მარტს მოხდა.
ეკიპაჟმა გადამოწმების მიზნით ავტომობილი გააჩერა, რომლიდანაც გადმოსულმა მამაკაცმა მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნა.
- პატრულმა ავტომობილი გააჩერა გადამოწმების მიზნით. ამ დროს, უკანა სალონიდან მამაკაცი გადმოვიდა და პოლიციელების მისამართით ისროლა, - ამბობს თვითმხილველი "გურია ნიუსთან".
დამნაშავე, რომლის ვინაობა ცნობილია, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ის წარსულში ნასამართლევი პირია და სოფელ ძიმითში ცხოვრობს.
"2019 წლის 19 მარტს, ოზურგეთის რაიონის სოფელ ძიმითში, ღამის საათებში საპატრულო ეკიპაჟის წევრებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს ავტომანქანა, რომლის მგზავრი გადმოვიდა ავტომანქანიდან, საპატრულო ეკიპაჟის ავტომანქანის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
აღნიშნული პირის ვინაობა დადგენილია და მისი დაკავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს მიმდინარეობს - სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე თავდასხმას გულისხმობს და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ამბობენ შსს-ში.
 
1282 /
21 მარტი 2019
სხვა სიახლეები:
კრიმინალი
24 ივლისი 2020
კრიმინალი
27 აგვისტო 2019
კრიმინალი
04 აგვისტო 2019
კრიმინალი
27 ივლისი 2019
კრიმინალი
13 ივნისი 2019
კრიმინალი
04 ივნისი 2019
კომენტარები