SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

და-ძმას ქუთაისში მატარებელი დაეჯახა, როგორია მათი მდგომარეობა ?

და-ძმას ქუთაისში მატარებელი დაეჯახა, როგორია მათი მდგომარეობა ?

ქუთაისში სკოლის მოსწავლეებს, და-ძმას მატარებელი დაეჯახა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მოსწავლეები სკოლიდან სახლში ბრუნდებოდნენ. გზად ისინი ლიანდაგზე უნდა გადასულიყვნენ, როდესაც ქუთაისი-წყალტუბოს რეისის მატარებელი დაეჯახა. დაშავებული ბავშვები საავადმყოფოში გადაიყვანეს, 

ისინი ინტერვენციული მედიცინის ცენტრში არიან მოთავსებული. ორივე ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება:

„მცირეწლოვანი ბავშვები მძიმე მდგომარეობით შემოიყვანეს კლინიკაში. ერთ-ერთ აქვს თავის ტვინის ჰემატობა, ბავშვები მართვით სუნთქვაზე არ არიან. მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დინამიკა სტაბილურია. უტარდებათ გამოკვლევები, რის შემდეგაც დაზუსტდება დასჭირდებათ, თუ არა ქირურგიული ჩარევა", -აცხადებენ კლინიკაში.

 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

 

869 /

20 მარტი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები