საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
ლილოს ნაგავსაყრელის მიმდებარე სოფლებში ონკო დაავადებების რიცხვმა საგანგაშო ნიშნულს მიაღწია. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა სოფელ ნასაგურშია. აქ ყოველი მეორე ბავშვი თანდართული მძიმე პათოლოგიით იბადება. სოფელში, რომელიც ნაგავსაყრელიდან ერთ კილომეტრში მდებარეობს 24 საათის განმავლობაში გაუსაძლისი, მძაფრი სუნია. ადგილობრივებს ხეხილი უხმებათ. ვენახები ნაგავსაყრელიდან ქარით მოტანილი ნარჩენებით და პოლიეთილენის პარკებით არის მოფენილი. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.მდგომარეობა განსაკუთრებით გაუსაძლისია ზაფხულობით, როდესაც სუნი კიდევ უფრო მძაფრდება. ასეთ პირობებში ადგილობრივები უკვე მეცხრე წელია ცხოვრობენ. მას შემდეგ,რაც ქალაქის მთავარი ნაგავსაყრელი თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ სწორედ ლილოში გადმოიტანა. 2010 წელს, როდესაც ლილოში ნარჩენების პოლიგონი გაიხსნა აქვე ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის აშენება დაანონსდა, თუმცა ეს ამ დრომდე არ მომხდარა. ნახეთ, დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო და ქართული ოცნების მმართველობის პირობებში უკვე წლებია გრძელდება.
ავტორი: თაკო ტომარაძე
წყარო: primetime.ge
 
968 /
20 მარტი 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები