SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

სკანდალური განცხადება, როგორ ცდილობენ რუსები ნატო-ს წვრთნების ჩაშლას

სკანდალური განცხადება, როგორ ცდილობენ რუსები ნატო-ს წვრთნების ჩაშლას

ნატო-ს წვრთნებისას რუსეთი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის GPS სანავიგაციო სისტემების მუშაობას ხარვეზებს უქმნიდა და მის ჩახშობას ცდილობდა. ამის შესახებ ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ფრანკ ბაკე-იენსენმა ორშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა - იუწყება საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი".

ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მას ხელთ აქვს ელექტრონული დამამტკიცებელი საბუთი, რომელიც ცხადყოფს რუსეთის ჩარევას ნატო-ს მიერ 2018 წლის ნოემბერში, ფინეთში გამართული წვრთნების მსვლელობაში.

ფრანკ ბაკე-იენსენის განცხადებით, საუბარია Trident Juncture-ის ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებზე, რომელიც ნორვეგიაში 2018 წლის 25 ოქტომბრიდან 23 ნოემბრამდე მიმდინარეობდა.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში ნორვეგიამ და ფინეთმა გამოთქვეს ვარაუდი რუსეთის ფედერაციის მათს სანავიგაციო სისტემაში ჩარევასთან დაკავშირებით როგორც სამხედრო წვრთნების დაწყებამდე, ასევე მისი მსვლელობისას.

„როიტერსის" ცნობით, რუსეთის ჩარევას, შესაძლოა, უშედეგოდ არ ჩაუვლია და არქტიკაში სამოქალაქო ავიარეისების სანავიგაციო პირობებზეც მოახდინ გავლენა.

თავის მხრივ, რუსეთმა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრის მიერ წარმოდგენილი დამამტკიცებელი საბუთების მათთვის გადაგზავნა მოითხოვა. ნორვეგიამ სიგანილს მიღების დროს დაფიქსირებული და გაზომილი ხელოვნური ხარვეზების შესახებ მონაცემები გადასცა რუსეთს.

ნორვეგიის თავდაცვის მინისტრის, ფრანკ ბაკე-იენსენის თქმით, რუსეთის მიერ გამოყენებული ხარვეზების წყარო საზღვართან ძალიან ახლოს მოქმედებდა და მის ოპერატორებს ეცოდინებოდათ, რომ საზღვრის მეორე მხარეს არსებულ სანავიგაციო სისტემებზე ყველა ვარიანტში მოახდენდნენ გავლენას.

ოფიციალურმა მოსკოვმა, ნორვეგიის მიერ გადაცემული საბუთების მიღების შემდეგ განაცხადა, რომ მათ „სჭირდებათ დრო მასალების შესაწავლად".

აღსანიშნავია, რომ გუშინ საქართველოში მრავალეროვანი სწავლებები დაიყწო, რომელიც 29 მარტამდე გაგრძელდება. წვრთნებში 24 სახელმწიფოს წარმომადგენელი სამხედროები მონაწილეობენ.

წყარო: "რეზონანსი"

 

1046 /

19 მარტი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები