საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომაზე, ზუგდიდის მერობის კანდიდატზე მსჯელობენ. არსებული ინფორმაციით, პარტია ორ კანდიდატს განიხილავს. ერთი - სანდრა რულოვსი, მეორე კი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელიაა. ჯერჯერობით უცნობია ვინ იყრის კენჭს შუალედურ არჩევნებზე. ცნობილია მხოლოდ ის, რომ პოლიტსაბჭო ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მეუღლის, ყოფილ პირველ ლედის და ნიკა მელიას კანდიდატურებს განიხილავს. ზუგდიდის მერობაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” შესაძლოა პრეტენზია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ სანდრა რულოვსმა განაცხადოს. “ჯერჯერობით ვერსიის დონეზეა ის, რომ შესაძლოა სანდრა რულოვსმა ზუგდიდის მერის არჩევნებზე მიიღოს მონაწილეობა, თუმცა პარტიაში განსაკუთრებულად ემზადებიან მასთან შესახვედრად. ქალბატონი რულოვსი ზუგდიდს სავარაუდოდ მომავალ კვირას ეწვევა. როგორც მე გავიგე, მან პარტია გააფრთხილა, რომ მოამზადონ შეხვედრები ხალხთან და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან. ხმამაღლა ამის შესახებ არავინ არ საუბრობს და პარტიის კულუარებში ყველას აფრთხილებენ, რომ აღნიშნულმა ინფორმაციამ ჯერჯერობით არ გაჟონოს”-აცხადებს STV-სთან “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი აქტივისტი, რომელმაც საკუთარი ვინაობის დასახელება საჯაროდ არ ისურვა.
წყაროს განცხადებით სანდრა რულოვსის სავარაუდო კანდიდატატ დაყენებასთან დაკავშირებით შიდაპარტიული გარჩევები და დაპირისპირებებიც იკვეთება. პარტიის ერთ ნაწილს მერობის კანდიდატად ზუგდიდის ყოფილი გამგებლის, ალექსანდრე ქობალიას დაყენება სურს, თუმცა ქობალია ჯერჯერობით არაფერს ამბობს.
“არაფერიია ცნობილი იმაზე თუ რა პოზიცია აქვს თავად ქობალიას ამის შესახებ. შესაძლოა ალბათ იმიტომ, რომ სანდრა რულოვსი ალექსანდრე ქობალიას უფროსი შვილის ნათლიაა. თუმცა პარალელურად არ გამოირიცხება, რომ ალექსანდრე ქობალიამ ზუგდიდის მერის არჩევნებზე დამოუკიდებლად იყაროს კენჭი ან რომელიმე სხვა პარტიის სახელით, მაგალითად “ევროპული საქართველოდან”-აცხადებს STV-წყარო.
 
5427 /
18 მარტი 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები