საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
საქართველოში საფრანგეთის ელჩის განცხადებით, გერმანია და შვედეთი საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარს არ მისცემენ, რადგან საქართველოს არის სანდო ქვეყნად აღიარებული. პასკალ მენიეს განცხადებით, ასევე უნდა მოიქცეს ევროპის ყველა ქვეყანა:
„ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებამ გაითავისა ფაქტი, რომ თავშესაფრის მოთხოვნა ადამიანებისგან, რომლებიც რეალურად ქვეყანაში დევნილები არ არიან, საქართველოს სახელსა და იმიჯს ვნებს და საბოლოო ჯამში, შეიძლება, ავნოს საქართველოს ურთიერთობას ევროპასთან, გერმანია და შვედეთი არ მისცემენ პოლიტიკურ თავშესაფარს საქართველოს მოქალაქეებს, ვინაიდან საქართველო აღიარებულია სანდო ქვეყნად. მსურს, ეს მესიჯი გაიმეოროს ყველამ, რომ კარგად იყოს გაგებული“, – განაცხადა ელჩმა.
პასკალ მენიეს განცხადებით, საფრანგეთის სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს დაეხმარებიან, რომ საზღვრიდან მოქალაქეთა ხშირი გამობრუნება თავიდან იქნეს აცილებული.
წყარო: newposts.ge
 
1322 /
18 მარტი 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები