შემთხვევა
02 სექტემბერი 2019
სიახლეები:
საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული კანონპროექტის განიხილვის დროს პროცედურებსა და კითხვების დასმასთან დაკავშირებული კამათი და ერთმანეთისთვის შენიშვნების მიცემა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია და "ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ოთარ კახიძემ ირაკლი ბერაიას ჯერ ფურცლები შეაყარა, შემდეგ კი ერთმანეთს ხელითაც შეეხნენ.
დაძაბული ვითარება მანდატურებმა განმუხტეს, რის შემდეგაც ოთარ კახიძემ სხდომათა დარბაზი დატოვა.
შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოსამართლეთა შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს განიხილავენ.
წყარო resonancedaily.com
 
1072 /
18 მარტი 2019
სხვა სიახლეები:
შემთხვევა
02 სექტემბერი 2019
შემთხვევა
21 აგვისტო 2019
შემთხვევა
21 აგვისტო 2019
შემთხვევა
20 აგვისტო 2019
შემთხვევა
20 აგვისტო 2019
შემთხვევა
16 აგვისტო 2019
კომენტარები