პოლიტიკა
01 მარტი 2022
სიახლეები:
უკვე რამდენიმე წელია „ნაციონალურ მოძრაობას" თავმჯდომარე არ ჰყავს.
პარტიაში ამბობდნენ, რომ ამ ადგილს ისევ მიხეილ სააკაშვილი ინარჩუნებს. პარტიული სტატუსი ექსპრეზიდენტმა მას შემდეგ დაკარგა, რაც ოდესის გუბერნატორობას დათანხმდა, მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, რის გამოც დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.
როგორც „პრაიმტაიმს" უკვე გაზაფხულზე პარტიაში დაუდასტურეს, სააკაშვილის მოთხოვნით, გაიმართება ყრილობა. სააკაშვილს პარტიაში გრიგოლ ვაშაძე შეცვლის.
ექსპრეზიდენტი კმაყოფილია ვაშაძის საპრეზიდენტო მარათონით და მას „ძლიერ და იმედისმომცემ" ფიგურას უწოდებს.
"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, პარტიის აღმასრულებელი მდივანი გახდება კობა ნაყოფია,(რუსთავი 2-ის საკონტროლი პაკეტის მფლობელი) პოლიტსაბჭოს კი ნიკა მელია უხელმძღვანელებს.
რაც შეეხება გენერალურ მდივანს, ეს პოზიცია პარტიაში ვანო მერაბიშვილის დაკავების შემდეგ გაუქმდა.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ 2016 წელს "ნაციონალური მოძრაობა" გაიყო, იმ მიზეზით რომ ე.წ ბოკერია-უგულავას გუნდს პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დავით ბაქრაძის არჩევა სურდა. ეს კი მიუღებელი იყო მიხეილ სააკაშვილისთვის. პირველი სერიოზული განხეთქილება, სწორედ ამას მოჰყვა.
"პრაიმტაიმი"
 
1144 /
18 მარტი 2019
სხვა სიახლეები:
პოლიტიკა
01 მარტი 2022
პოლიტიკა
15 დეკემბერი 2021
პოლიტიკა
15 დეკემბერი 2021
პოლიტიკა
27 ივლისი 2021
პოლიტიკა
08 ოქტომბერი 2020
პოლიტიკა
23 სექტემბერი 2020
კომენტარები