დიდ დიღომში ამ წუთებში დამწვარია 2000 კვადრატული მეტრის ფართი (იხ. ვიდეო)
დიდ დიღომში, გუდვილთან ხანძარი ერთ-ერთ სასაწყობე ფართში გაჩნდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, დამწვარია 2000 კვადრატული მეტრის ფართი. ადგილიდან გამოყვანილია ერთი ადამიანი. ხანძრის ჩასაქრობად 23 სახანძრო მუშაობს.
ცეცხლის ჩაქრობას ართულებს ძლიერი ქარი. სამართალდამცველებს გადაკეტილი აქვთ პერიმეტრი.
1,103 ნახვა
17 მარტი 2019
კომენტარები