თბილისის დრო
სიახლეები
შემთხვევა
📅 17 მარტი 2019 👁 1,257 ნახვა

სასწრაფოდ! ამ წუთებში ხანძარია ჰიპერმარკეტ გუდვილთან (იხ.ვიდეო)

სასწრაფოდ! ამ წუთებში  ხანძარია ჰიპერმარკეტ გუდვილთან (იხ.ვიდეო)

დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ "გუდვილთან" სავარაუდოდ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც  საგანგებო სიტუაციების სამსახურში "რუსთავი 2"-ს განუცხადეს, ადგილზე ამ წუთებში 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. მათივე ცნობით, მიმდინარეობს დამატებითი ჯგუფის გაგზავნაც.

წინასწარი ინფორმაციით იწვის დაახლოებით 600კვმ. ცეცხლის გაჩენის დროს შენობაში მხოლოდ ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც მეხანძრე-მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს. 

ამ წუთებში მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.

 

 

 

 

 

 

 

1,257 ნახვა

17 მარტი 2019

მსგავსი სიახლეები

კომენტარები