SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

უცხოეთში მყოფ ქართველ ემიგრანტებს მოტყუებით ფულს ართმევენ და ემუქრებიან

უცხოეთში მყოფ ქართველ ემიგრანტებს მოტყუებით ფულს ართმევენ და ემუქრებიან

ქართველ მიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტის დარეჯან ღამბაშიძის განცხადებით არის შემთხვევები როდესაც ემიგრანტებს საბუთების გაკეთებას პიდებიან. ართმევენ თანხას, არც საბუთს უკეთებენ და არც ფულს უბრუნებენ, აქეთ ემუქრებიან ემიგრანტებს.

მისი განცხადებით და შეფასებით არის უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიმართ შანტაჟის, ფულის გამოძალვის და თაღლითობის ფაქტებიც: ,, მარტო გადაყვანა კი არა ემიგრაციაში არსებობენ ინდივიდები ,ვინც ემიგრანტებს საბუთების გაკეთებას პირდებიან. ართმევენ თანხას, არც საბუთს უკეთებენ და არც ფულს უბრუნებენ, აქეთ ემუქრებიან ემიგრანტებს სარგებლობენ მათი უსაბუთობით. ეს საწყალი ემიგრანტები ხმას ვერ იღებენ შიშით. უნუშნავენ არარსებულ ოფისში შეხვედრას, ბუნებრივია იქ არავინ არ ხვდება. ფ-ის გვერდიდან კი ფულის გამომძალველი შლის და ხდება მიუწვდომელი. ფულის გამოძალვაში შემჩნეული არიან ასევე იურიდიული დახმარების ორგანიზაციების ზოგიერთი თანამშრომლები, ასევე მათ პრაქტიკაშია რომ დაკავებულ პატიმარს მიატანინებენ ფულს, თანდათან უზრდიან თანხას და ბოლოს" აპრავებენ" თავიანთ ადვოკატებს ,რომ მათი ბრალი კი არ არის არასასურველი შედეგი არამედ ვითომ ემიგრანტს საბუთები დააკლდა, ან რაღაც არასწორი იყო ა.შ ...

აი ამას უნდა მიექცეს ყურადღება. მარტო გადამყვანებს არა. დროა ემიგრანტული ორგანიზაციების კანონის შექმნაც, ვიღაცამ უნდა შეძლოს, ვითომ "ექიმ"-თაღლითების, ტრეფიგინკის განეიტრალება.- აცხადებს ქართველ მიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი.

 

„დიასპორა"

 

1562 /

17 მარტი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები