01 მარტი 2022
ირაკლი ოქრუაშვილის სკანდალური განცხადება ამას არავინ ელოდა

საქართველოს თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოფელ ხურვალეთში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე ეხმიანება.
როგორც ოქრუაშვილი წერს, “ფაქტია და ვერავინ ვერ უარყოფს, რომ რუსები მართლაც შემოვიდნენ და ე.წ. “გამყოფის” (და არა საზღვრის) გადმოწევა სცადეს”.
მისივე შეფასებით, “ივანიშვილის ხელისუფლება საგარეო ურთიერთობებში (და არამარტო) შევარდნაძის პოლიტიკის მემკვიდრე და გამგრძელებელი გახდა”.
“ახლა ცოტა სერიოზულად.
რა მოხდა სინამდვილეში გუშინ ხურვალეთში?
ფაქტია და ვერავინ ვერ უარყოფს, რომ რუსები მართლაც შემოვიდნენ და ე.წ. “გამყოფის” (და არა საზღვრის) გადმოწევა სცადეს. ამას მიზეზად კი სახელისუფლებო მედიამ და მისმა მხარდამჭერებმა რამოდენიმე სამოქალაქო აქტივისტის პროვოკაციული ქმედება დაგვისახელა, რომლებიც გახშირებული გატაცებების ფონზე ადგილობრივებისათვის საგაზაფხულო სამუშაოებში დახმარებას გეგმავდნენ.
ვის გჯერათ, რომ რუსებმა იმის გამო გადმოიწიეს თითქოს თბილისიდან წასასვლელად მომზადებული და არა უკვე ჩასული რამდენიმე ახალგაზრდა, ადგილობრივებისათვის დახმარებას აპირებდა, იმის ფონზე, როდესაც სოფელში მათ ჩვენივე პოლიცია არ უშვებდა?
სინამდვილეში მიზეზი სულ სხვაა. “დიდი თამაშის” მცირე და ბინძური ნაწილი.
 
2830 /
17 მარტი 2019
სხვა სიახლეები:
15 დეკემბერი 2021
15 დეკემბერი 2021
27 ივლისი 2021
08 ოქტომბერი 2020
23 სექტემბერი 2020
კომენტარები