სხვადასხვა
20 მარტი 2019
სიახლეები:
კომპრომატებით ომი ქართულ ოცნებაში თუ ანგარებით სექსუალური კავშირი - შინაგან საქმეთა სამინისტრო მმართველი გუნდის დეპუტატის საქმეს იძიებს.
უკვე ორი კვირაა, მარნეულში ვრცელდება ვიდეოჩანაწერი, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი ყვება, რომ ის პარლამენტის წევრმა კაბინეტში დაიბარა, დასაქმების დაპირებით ორჯერ სექსუალური კავშირი დაამყარა, შემდეგ კი პირობა არ შეასრულა.
მარნეულში მერის ვადამდელ არჩევნებამდე თითქმის ორი თვით ადრე სავარძლისთვის ბრძოლა დაიწყო. პოლიტიკურ ტატამზე ამჯერად, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის ორი ფრთა გავა.
მარნეულის პოლიციაში 6 მარტს დაიწყო გამოძიება ანგარებით პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მუხლით.
განმცხადებელი საქართველოს პარლამენტის წევრი, რუსლან ჰაჯიევია. მან პოლიციას რაიონში გავრცელებული ვიდეო მიუტანა, სადაც ერთ-ერთი ადგილობრივი მას დასაქმების სანაცვლოდ სექსუალური კავშირის დამყარებაში ადანაშაულებს.
ფიზულ გადიმოვი, ვისგანაც დეპუტატმა ვიდეო მიიღო, ყოფილი პოლიციელია. ის ოცნებასთან დაახლოებული პირია. კურიერის ინფორმაციით, გადიმოვს დეპუტატ ჰაჯიევის მაკომპრომეტირებელი ვიდეო გასავრცელებლად მარნეულის მერიის ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა მისცა, რომელიც ოცნების კიდევ ერთ დეპუტატთან - თამაზ ნავერიანთან, დაახლოებული პირია.
კურიერის მოპოვებული ინფორმაციით დგინდება, რომ ანარ ოროჯლუმ, რომელიც ვიდეოში მმართველი პარტიის დეპუტატს ანგარებით სექსუალურ კავშირში ადანაშაულებს, მიმართვა დეკემბერს ბოლოს ჩაწერა. ვიდეო მან მეგობარ ფარვინ აბდულაევს გაუგზავნა, რომელიც რუსეთში იყო. აბდულაევი მარნეულში თებერვალში დაბრუნდა, რის შემდეგაც ოროჯლუსგან მიღებული ვიდეო მარნეულის მერიის თანამშრომელს - ანარ გადიმოვს, აჩვენა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიების დაწყებიდან 10 დღე გავიდა, თუმცა, გახარიას უწყებას ჯერ არავინ დაუკავებია. ამასობაში კი სკანდალური ვიდეოს ავტორმა პოზიცია შეიცვალა. ახლა ამტკიცებს, რომ ემოციური აღსარებისას უბრალოდ იხუმრა.
ორუჯლუს დაბრუნებამდე ვიდეოს გამავრცელებლების და მათი მოტივის დადგენას დეპუტატი ჰაჯიევი ცდილობს. ის ამბობს, რომ მარნეულის რადიოს ყოფილი თანამშრომლის ხუმრობის არ სჯერა. დეპუტატი ჰაჯიევი დარწმუნებულია, რომ რეპუტაციის შელახვით მას პოლიტიკურად ებრძვიან.
ადგილობრივები სკანდალურ ვიდეოზე ობიექტურ გამოძიებას და ყველა დამნაშავის დასჯას ითხოვენ. ამის მიუხედავად, სკანდალურ ვიდეოს ავტორი გამოკითხული არაა.
 
1625 /
16 მარტი 2019
სხვა სიახლეები:
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
16 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
14 მარტი 2019
კომენტარები