SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

სასწრაფოდ! უდიდესი აღმოჩენა აჭარაში და სასიხარულო ინფორმაცია მთელი საქათველოსთვის

სასწრაფოდ! უდიდესი აღმოჩენა აჭარაში და სასიხარულო ინფორმაცია მთელი საქათველოსთვის

თუ შესაბამისმა გამოკვლევებმაც დაადასტურა, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულიდან გამოგზავნილი შეტყობინება შესაძლოა, უნიკალური მოვლენის სათავედ იქცეს – მოსახლეობის თქმით, სოფელში შემთხვევით აღმოჩენილმა წყარომ უამრავი ადამიანი განკურნა დიაბეტისაგან.

სოფელ ბუთურაულის რწმუნებული ამირან მახაჩაძე ამბობს, რომ წყაროს ძალა საკუთარ ჯანმრთელობაზეც გამოსცადა.

"სოფელში  ერთი ვაკე ადგილია, ნატბეურებს ვეძახით, ირგვლივ ფერდობებზე მშვენიერი ფიჭვის ტყეებია. სწორედ აქ მინდოდა სიმინდის დათესვა. რახან ყამირი იყო, ფერდობზე ტრაქტორი ჩავიყვანე, მაგრამ ტრაქტორს მიწა ჩაექცა და უზარმაზარი ღრმული გაჩნდა. შევნიშნე, რომ ღრმული შიგნით ნელ-ნელა სველდებოდა წყლით. მივხვდით, რომ მიწისქვეშა წყალს მივადექით.

ტექნიკაზე უარი ვთქვი და  ხელით შევუდექი მიწის დამუშავებას. მუშაობისას, ბუნებრივია, დაღლილ კაცს წყალი მოუნდება. ჩემს თავს ვუთხარი, რაღა შინიდან წამოღებული გამთბარი წყალი ვსვათ, აგერ ეს წყალი დავლიოთ-მეთქი. ცივი წყალი იყო, ოღონდ, ბოლო ყლუპზე გადაყლაპვისას ვიგრძენი, რომ წყალი ჩვეულებრივთან შედარებით, თითქოს ბლანტი იყო. 

მაშინ განსაკუთრებული არაფერი მიფიქრია, მაგრამ ერთი ეგ კი იყო, რომ რაღაცნაირად ჩიტივით შევმსუბუქდი. დიაბეტი მაქვს და ხშირად ვგრძნობ სისუსტეს. მოკლედ, სისხლში შაქრის დონე საგანგებოდ გავიზომე და 85 ნიშნულზე აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, იმწამს არ დავიჯერე, რომ ეს წყაროს მოქმედებით მოხდა, მაგრამ რაღაც ეჭვმა გამკრა და შაქრიანი დიაბეტი ვისაც აქვს, ყველას ვთხოვე, – ჩვენი წყაროს წყალი დალიეთ-მეთქი. დალიეს და ყველას სისხლში შაქარი ნორმის ფარგლებში დადგა.

წყალი ლაბორატორიაშიც გავგზავნეთ, მაგრამ გვითხრეს, – მაგის გამოკვლევას დიდი დრო სჭირდებაო. ჩვენ კი არ დაგვიცდია და ეს ამბავი ყველას შევატყობინეთ, ვისზეც ხელი მიგვიწვდა – შაქრიანი დიაბეტით უამრავი ადამიანია დაავადებული. თუკი მათ ვუშველით, ამაზე დიდი წყალობა რაღა უნდა იყოს! 

ამას წინათ, ეს უკვე მეორედ, კახელი კაცი ამოვიდა, ილოცებოდა, – ხუთი წლის შვილი მყავს დიაბეტით დაავადებული და ამ წყალმა მომირჩინაო" - აცხადებს ამირან მახაჩაძე "კვირის პალიტრასთან".

 

 

2408 /

16 მარტი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები