სასწრაფოდ! ბიძინა ივანიშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება
ივანიშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა - როგორია მისი მდგომარეობა - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო itv.ge ავრცელებს. უცვლელად გთავაზობთ ამონარიდს:
"ექსკლუზივი: ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ნერვიულობს.
ივანიშვილის ახლობლები ამბობენ რომ ოლიგარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა ინსულტის გადატანის შემდეგ ეტაპობრივად დამძიმდა, რაც ქართული ოცნების ყოფილი წევრებისთვისაც შესამჩნევია.
„ივანიშვილს ბოლო დროს აუხსნელი რაღაც სჭირდა და მასთან საქმიანი ურთიერთობა შეუძლებელი იყო“ - ამბობენ მმართველი პარტიის ყოფილი წევრები კულუარულ საუბრებში.
რა სჭირს ივანიშვილს?
„ბატონ ბიძინას ფსიქიკური პრობლემები აქვს და ექიმების მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებს“, - ასეთ ინფორმაციას ავრცელებენ მასზე ქართული ოცნების აწ უკვე ყოფილი ლიდერები.
ისინი, ამის დასტურად მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ერთერთ ბოლო თათბირს ასახელებენ, როდესაც ცხადი გახდა რომ ივანიშვილს სათქმელი ავიწყდება, შემდეგ თემებს ცვლის, ბავშვობის ამბებს ყვება, მღერის, ხეებზე და ზოოპარკზე საუბრობს და მოულოდნელად იწყებს მოძრაობას.
სწორედ ამ თათბირმა გააღრმავა ეჭვები იმის შესახებ რომ ბიძინა ივანიშვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს და ის ექიმების მეთვალყურეობის პარალელურად, ძლიერ ფსიქოტროპულ წამლებსაც იღებს, რასაც რა თქმა უნდა, მმართველი პარტიის წევრები ღიად არ ადასტურებენ.
"სირცხვილია, თქვენ ინტერვიუს არ მოგცემთ, კარგად ბრძანდებოდეთ", - გვითხრა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ, როდესაც მას ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თაობაზე კითხვა დავუსვით.
ივანიშვილის ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით არაფერი იცის მისი კაბინეტის ყოფილმა მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმაც.
"არ მაქვს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, ეკლესიაში ვარ და ამიტომ, მეტს ვერაფერს გეტყვით",- გვითხრა მან."
კითხვის გაგძელება
წყარო: itv.ge
კომენტარები