SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

დავით სოსლანი და დავით აღმაშენებელი - იარაღზე რომლითაც ახალ ზელანდიაში 40 მუსლიმანი მოკლეს, ქართველი მეფეების სახელები ეწერა (იხ.ვიდეო)

დავით სოსლანი და დავით აღმაშენებელი - იარაღზე რომლითაც ახალ ზელანდიაში 40 მუსლიმანი მოკლეს, ქართველი მეფეების სახელები ეწერა (იხ.ვიდეო)

ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისთჩერჩში, ორ მეჩეთში ცეცხლის გახსნის შედეგად, სულ მცირე, 40 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას New Zealand Herald-ი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ერთ-ერთი პირი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, უკვე დააკავა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, შეიარაღებული პირები ალ-ნურისა და ლინვუდის მეჩეთებში, ადგილობრივი დროით 13:45 საათზე შევიდნენ. შესვლისთანავე მათ კარი ჩაკეტეს და სროლა დაიწყეს.

თავდასხმის დროს ერთ მეჩეთში 200-მდე, ხოლო მეორეში 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა. 

ცოტა ხნის წინ dailymail-მა მანქანაში აღმოჩენილი ნივთების სურათები გაავრცელა. ერთ-ერთზე იარაღზე გაკეთებული წარწერებიც ჩანს: დავით აღმაშენებელი და დავით სოსლანი. ჯერჯერობით უცნობია, რა კავშირი აქვს ქართულ წარწერებს ტერორისტულ აქტთან.

 

 

 

1335 /

15 მარტი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები