SIAXLEEBI.GE

სიახლეები.გე

რუსთავში გარდაცვლილი 13 წლის გოგონას დედის განცხადება

loading...
no-img

გო­გო­ნა, რო­მე­ლიც რუს­თავ­ში, ლე­ო­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის სა­ხუ­რა­ვი­დან გად­მო­ვარ­და, 13 წლის ლიზი ვა­და­ჭ­კო­რი­აა. იგი მი­ღე­ბუ­ლი მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

რო­გორც Ambebi.ge-სთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, გო­გო­ნა რუს­თავ­ში კერ­ძო სკო­ლა "რე­ცა­ში" სწავ­ლობ­და. ის მა­მას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და, დედა კი იტა­ლი­ა­ში სა­მუ­შა­ო­დაა წა­სუ­ლი. ლი­ზის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ოჯა­ხის წევ­რებ­მა დე­დას უკვე შე­ა­ტყო­ბი­ნეს და ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ხვალ ჩა­მო­ვა.

კორ­პუ­სის მცხოვ­რე­ბი, სა­დაც შემ­თხვე­ვა მოხ­და, იხ­სე­ნებს, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 13:30 წუთ­ზე სა­დარ­ბა­ზოს კი­ბე­ებს გვი­და, რა დრო­საც იქ ორი უცხო გო­გო­ნა შე­ვი­და.

 ლიზის დედამ მედია კიკვიძემ მას შემდეგ რაც ტრაგედიის შესახებ შეიტყო ფეისბუქზე დაწერა -
დამელოდეეე დეეეე მოვდივარ!!!

"რო­გორც გა­ვი­გეთ, გო­გო­ნა მე­ზო­ბელ კორ­პუს­ში ცხოვ­რობ­და. რო­დე­საც აქ შე­მო­სუ­ლე­ბი და­ვი­ნა­ხე, ვკი­თხე, ვის­თან მი­დი­ოდ­ნენ, უცხო სა­ხე­ლი მი­თხრეს, ასე­თი ამ სა­დარ­ბა­ზო­ში არა­ვინ ცხოვ­რობს. და­ახ­ლო­ე­ბით 10 წუთ­ში სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. გარ­დაც­ვლილ­ში სწო­რედ ზე­ვით მი­მა­ვა­ლი გო­გო­ნე­ბი­დან ერთ-ერთი ამო­ვი­ცა­ნი" - ამ­ბობს Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში კორ­პუ­სის მცხოვ­რე­ბი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, არას­რულ­წლო­ვა­ნი კორ­პუ­სის სა­ხუ­რავ­ზე მე­გობ­რებ­თან ერ­თად სა­ვა­რა­უ­დოდ, ფო­ტო­ე­ბის გა­და­სა­ღე­ბად ავი­და, რა დრო­საც უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და. ლე­ო­ნი­ძის ქუ­ჩის კი­დევ ერთი მა­ცხოვ­რე­ბე­ლი Ambebi.ge-სთან ამ­ბობს, რომ სა­ხუ­რა­ვის კი­დე­ზე ჩა­ცუ­რე­ბუ­ლი ფეხ­საც­მლის კვა­ლი ჩანს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

 

1791 /

14 მარტი 2019

სხვა სიახლეები:

 
loading...

კომენტარები

Загрузка...