შემთხვევა
02 სექტემბერი 2019
სიახლეები:
რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი რვასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან 13 წლის გოგონა გადმოვარდა და გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მოზარდი მეგობართან ერთად ფოტოებს იღებდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სახურავზე მყოფი მეორე გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანა. ის სავარაუდოდ შოკურ მდგომარეობაში იყო.
ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
 
1424 /
13 მარტი 2019
სხვა სიახლეები:
შემთხვევა
02 სექტემბერი 2019
შემთხვევა
21 აგვისტო 2019
შემთხვევა
21 აგვისტო 2019
შემთხვევა
20 აგვისტო 2019
შემთხვევა
20 აგვისტო 2019
შემთხვევა
16 აგვისტო 2019
კომენტარები