SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

რას წერს ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომელი გრიპის ვირუსის გავრცელებაზე და ადამიანზე ჩატარებულ ცდებზე?!

რას წერს ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომელი გრიპის ვირუსის გავრცელებაზე და ადამიანზე ჩატარებულ ცდებზე?!

ბოლო პე­რი­ოდ­ში ღო­რის გრი­პთან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში და სხვა­დას­ხვა სა­ეჭ­ვო სა­ი­ტებ­ზე უამ­რა­ვი დე­ზინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა ვირუ­სუ­ლად. მათ შო­რის ერთ-ერთი ის, რომ ღო­რის გრი­პი თბი­ლის­ში მდე­ბა­რე ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან გან­გებ გა­ავ­რცე­ლეს. ლა­ბო­რა­ტო­რი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი ლელა ურუ­შა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გერ­დზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

 "მე ლუგარის ლაბორატორიაში ვმუშაობ, ადრე მას შავი ჭირის სადგური ერქვა,, პოლიომიელიტის განყოფილებაში. ანი გრიპზე მუშაობს, თეკო ეშერიხიაზე, გვანცა ტულარემიაზე, ჟღენტა შავ ჭირზე, ქეთო ბრუცელაზე და ხმალიკა ჯილეხზე.
ჩვენ , ასეთი ჩვეულებრივი სახელებით ვმუშაობთ გრიპზე და ზემოთ ჩამოთვლილ ბევრად საშიშ ინფექციურ დაავადებებზე , უსაფრთხო გარემოში ვდგამთ ანალიზს და მათ ვარქმევთ სახელებს რომ ექიმებს გაუადვილდეთ თქვენთვის დიაგნოზის დასმა და დანიშნულების მოცემა, რომ თქვენ მშვიდად იმუშაოთ ფერმებში, წამოწვეთ მწვანე მინდორზე , იმოგზაუროთ ეგზოტიკურ ან არააეგზოტიკურ ქვეყნებში და არ დაგემართოთ კიდევ უფრო ხმაურიანი ყირიმ კონგოს ციებ ცხელება , ებოლა , ზიკას ვირუსი ან მალარია.
უფრო მეტიც როცა თქვენ მშვიდად გძინავთ ან ისვენებთ, იგივე დაავადებებს ვაკონტროლებთ, ნახმარ წყლებში, ნიადაგში, მღრღნელებში, ტკიპებსა და კოღოებში, მე ჩემს შვილს ამაზე ვუყვები და ამაყი ვარ რომ ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვან რგოლში ლუგარის ლაბორატორიაში ვმუშაობ , რომელსაც ადრე შავი ჭირის სადგური ერქვა.
"

 

2988 /

14 იანვარი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები