SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

 
Loading...

დელისის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს

Loading...
დელისის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს

სროლა დელისის ქუჩაზე - დაჭრილია ახლგაზრდა მამაკაცი. 26 წლის გიორგი მღებრიშვილი მანქანაში ჩაცხრილეს. მას ექვსი ტყვია აქვს მოხვედრილი.  თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს ორმა პირმა ესროლა, რის შემდეგაც ისინი შემთხვევის ადგილიდან მანქანით მიიმალნენ.

დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ დროისთვის მას გამოკვლევები უტარდება.

შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და განზრახ მკვლელობის მუხლებით აღიძრა. 

 

412 /

11 მარტი 2019

Loading...

სხვა სიახლეები:

 
Loading...

კომენტარები

Loading...