SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

მოულოდნელად სასიხარულო ინფორმაცია რა შემთხვევაში მიიღებთ უფასო ელექტროენერგიას ახალ ბინაში?

მოულოდნელად სასიხარულო ინფორმაცია  რა შემთხვევაში მიიღებთ უფასო ელექტროენერგიას ახალ ბინაში?

Green Energy-ს დამფუძნებელი, დავით შვანგირაძე აცხადებს, რომ მწვანე ენერგიის დანერგვის მოთხოვნა უკვე შენობების დაპროექტების ნაწილშიც გაჩნდა.

მისივე განმარტებით, მომხმარებელი ენერგიის და ფინანსური რესურსის დაზოგვით ძალიან კმაყოფილია და მომავალ წელს სავარაუდოდ, მზის ენერგიის სადგურების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. „მომხმარებელი მოდის და გვეუბნება, რომ პირდაპირ სახლის დაპროექტება უნდათ, სადაც ჩაშენებული იქნება მზის სადგური. ეს არის საკმაოდ დადებითი ფაქტი. ამას ემატება უკვე დიდი მასშტაბის ბინები, მაგალითად ბათუმში შენდება სამაცივრე მეურნეობა, სადაც უკვე პროექტშივეა ჩადებული სპეციალურად გამზადებული მზის სადგური, სახურავი პირდაპირ არის მიმართული სამხრეთისკენ და ვაპროექტებთ მზის სადგურით, რომელიც იქნება დაახლოებით 100 კვტ. სიმძლავრის,“- განაცხადა მან.

მისი თქმით, არსებობს შანსი, რომ ახლო მომავალში მშენებარე ბინაში კვადრატული მეტრი ფართობი უფასო ელექტროენერგიასთან ერთად გაიყიდოს.

 

„როდესაც რაღაც შენობას ვაშენებთ, ამხელა სახურავის მშენებლობა ცოტათი რთულია, მაგრამ არის ასეთი სახურავებიც, სადაც შეიძლება, რომ 100%-ით მომარაგება მოხდეს და კვადრატული მეტრი გაიყიდოს უფასო ელექტროენერგიით, კომუნალურების სახით ეს იქნება უფასო, ეს არის იდეის დონეზე, მაგრამ განხორციელებადია,“ - განმარტა მან.

ამასთან, შვანგირაძის თქმით, 1 კვადრატულ მეტრზე 27 დოლარით მეტის გადახდის შემთხვევაში მომხმარებლები ელექტროენერგიას უფასოდ მიიღებენ, თუმცა მზის პანელების დამონტაჟება პროექტის ტიპზეა დამოკიდებული და ყველგან მისი განთავსდება არ მოხერხდება.

“ჩვენ მოლაპარაკებები გვქონდა ლისი დეველოპმენტთან, უბრალოდ არსებულ შენობებში ჰიდროიზოლაციური სამუშაოები იყო შესრულებული და ამ დროს ფიზიკურად ვეღარ ვამაგრებთ, ფერმის დამონტაჟების შემთხვევაში კი ფასი იზრდებოდა. ჩვენი შეთავაზება იყო შემდეგი, რომ კვადრატულ მეტრს დამატებოდა 27 დოლარი დღგ-ს ჩათვლით. ეს ისეთი უმნიშვნელო თანხაა, რომ არ იყო გამორიცხული ფასში შესულიყო. თუმცა ამის განხორციელება ყველგან არ შეიძლება, ლისის პროექტი სრულიად აკმაყოფილებდა მოთხოვნებს, ფართობი ზუსტად ყოფნიდა. ავიღეთ ყველაზე „ცუდი“ მხარჯველის მონაცემები და აღმოჩნდა, რომ მაცხოვრებლებს ელექტროენერგია სრულად ყოფნიდათ და თანხის გადახდაც არ უწევდათ. ამჟამად კვლავ ვაწარმოებთ სხვა პროექტებზე მოლაპარაკებას,“ - აცხადებს შვანგირაძე.

წყარო: myclient

 

1119 /

11 მარტი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები