SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

რა გეგმები ჩაუგდო რუსთავი 2ს მიხეილ სააკაშვილმა?

რა გეგმები ჩაუგდო რუსთავი 2ს მიხეილ სააკაშვილმა?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი,მიხეილ სააკაშვილი"ფეისბუქის" პირად გვერდზე, მამუკა ხაზარაძის "კვირის პალიტრისთვის" მიცემული ინტერვიუდან იმ ნაწილს აზიარებს, რომელშიც ხაზარაძე ამბობს, რომ განცხადებას, რომელიც მან 2 ნოემბერს, სავარაუდოდ, შს მინისტრისგან მუქარის წერილის დირექტივების თანახმად გააკეთა, ხელს დღესაც მოაწერს. არჩევნების მეორე ტურის წინ გაკეთებულ განცხადებაში ხაზარაძე წერდა, რომ ქვეყანა რევანშიზმის საფრთხის წინაშე დგას.

აღნიშნულს სააკაშვილმა ვრცელი სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნა:

"თურმე, კრედიტორებზე წნეხის შემცირების მოთხოვნა და ზემოგებებზე უარის თქმა "განკულაკება" ყოფილა და არა - ცივილიზებული საბანკო ურთიერთობები. მინდა მათ ვუთხრა, ვინც მამუკა ხაზარაძეში ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პოტენციურ მოკავშირეს ხედავს. იგივე შეცდომა დავუშვი მე, როდესაც პატარკაციშვილის საფრთხის გამო, ივანიშვილის საფრთხეზე თვალები დავხუჭეთ. ერთი ყაჩაღით მეორეს ჩანაცვლება არ შეიძლება იყოს ჩვენი მიზანი. ამოცანა ყაჩაღების მოშორება და მტაცებლებისგან და რეკეტირებისგან ბიზნესის და საზოგადოების გათავისუფლებაა.

რაც შეეხება ხაზარაძეს, ამ ადამიანს არც თავმოყვარეობა აქვს და არც ჭკუა, ამიტომ ძალიანაც ნუ შეიცოდებთ, როდესაც ბოლომდე შეახრამუნებს ზვიგენთა მფლობელი. და თუ არ შეახრამუნებს, ისინი ყოველთვის გარიგდებიან, ქართველი ხალხის ხარჯზე , " - დაწერა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ბლოგერი ბექა ვარდოსანიძე "ფეისბუქის" გვერდზე ეხმაურება და წერს, რომ ექსპრეზიდენტმა "რუსთავი 2″ -ს გეგმები ჩაუგდო". ამასთან, ვარდოსანიძე ინტერესდება როგორი სარედაქციო პოლიტიკით იხელმძღვანელებს არხის წარმომადგენლობა სააკაშვილის აღნიშნული განცხადების შემდეგ.

"რუსთავი 2" სააკაშვილის მონა მორჩილია და მაინტერესებს, როგორი რეაგირება ექნებათ სააკშვილის განცხადებას ხაზარაძეზე... არადა, რამდენი სიუჟეტი მიუძღვნა ნოდარიკო მელაძემ და გვარამიამ წამებულ ხაზარაძეს..."- წერს ვარდოსანიძე სოციალურ ქსელში, მანამდე კი ბლოგერი წერდა: - "Rustavi 2″ Project "XAZARADZE" Failed !! - სააკშვილმა მამუკა ხაზარაძეს ყაჩაღი უწოდა"

 

"მარშალპრესი"

 

1348 /

11 მარტი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები