SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

ჩვენ, სომხები, აფხაზეთის ძირძველი მაცხოვრებლები ვართ ჩვენ აქტიურ მონაწილეობას ვიღებდით ქართული ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში

ჩვენ, სომხები, აფხაზეთის ძირძველი მაცხოვრებლები ვართ  ჩვენ აქტიურ მონაწილეობას ვიღებდით  ქართული ფაშიზმის  წინააღმდეგ ბრძოლაში

სომხებმა აფხაზეთში ეროვნულ-კულტურული ავტონომია შექმნეს, აღნიშნულ ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელდა. “იბერიული ერთობის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი.

სომხებმა აფხაზეთში ეროვნულ-კულტურული ავტონომია შექმნეს.

აფხაზეთში ისინი სომხური ეროვნულ-კულტურული ავტონომიიისთვის ითხოვენ გულრიფშის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონებს.
"ამასთან დაკავშირებით, ორგანიზაცია "კრუნკი" და აფხაზეთის სომხური საზოგადოება აცხადებს: აფხაზეთის ძირძველ სომხურ მოსახლეობას ყველა კანონიერი საფუძველი გააჩნია, აფხაზეთში სომხური ეროვნულ-კულტურული ავტონომიის შექმნისთვის".
"ჩვენ, სომხები, აფხაზეთის ძირძველი მაცხოვრებლები ვართ. უძველესი დროიდან სომხები აქტიურად მონაწილეობდნენ აფხაზეთის სახელმწიფოს შექმნაში".
"სომხები აფხაზეთში მოძმე აფხაზებთან ერთად იბრძოდნენ ბიზანტიის იმპერიის, თურქი თუ არაბი დამპყრობლების წინააღმდეგ. ჩვენ აფხაზებთან ერთად, აფხაზეთის საზღვრები სურამის უღელტეხილამდე გავაფართოვეთ. რუსეთის იმპერიის და საბჭოთა კავშირის დროს, ჩვენი უფლებები ილახებოდა, სომეხ საზოგადოებას კულტურული განვითარების შესაძლებლობა არ ეძლეოდა, იკრძალებოდა სომხური სკოლები. ასევე, არ გვეძლეოდა სულიერი განვითარების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, სომხური ეკლესიის მშენებლობაც ვერ მოხერხდა", - ნათქვამია განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ სომხები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ "ქართული ფაშიზმის" წინააღმდეგ ბრძოლაში. "ათასობით სომეხი გახდა აფხაზეთის გმირი, თუმცა დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ, ისინი ახალ აფხაზურ ფაშიზმს შეეჯახნენ". (არის თუ არა ეს ქართველთა გენოციდის აღიარება?)
"მრავალტანჯული და შრომისმოყვარე სომეხი მოსახლეობა აფხაზური ხელისუფლების თავდასხმების ობიექტი ხდება". აფხაზეთის ხელისუფლება მიზანმიმართულად ამცირებს რესპუბლიკაში სომეხი მოსახლეობის რაოდენობას - ჩვენ არ გვეძლევა ტაძრების მშენებლობის ნება, არ გვაძლევენ სომხური სკოლის, თეატრის და კულტურული ცენტრების გახსნის საშუალებას", - ნათქვამია განცხადებაში
აფხაზეთში მცხოვრები სომხების განცხადებით, "ისინი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იმისთვის არ იბრძოდნენ, რომ მათი უფლებები შელახული ყოფილიყო"
"აღსანიშნავია, რომ ამ რაიონებში ქართული მოსახლეობის განდევნის შემდეგ, სომხები უმრავლესობას წარმოადგენენ. სომხური ეროვნულ-კულტურული ავტონომიის შექმნის შესახებ კანონპროექტი სომეხ დეპუტატებს ლ.გალუსტიანსა და რ. იალიანს გადაეცემა, რათა ის შემდგომში აფხაზეთის პარლამენტმა განიხილოს. ჩვენ, "კრუნკის" წევრები ვიმედოვნებთ, რომ ძმური აფხაზი ხალხი გაგებით მოეკიდება მრავალტანჯული სომეხი ხალხის მოთხოვნებს და ჩვენ მოგვცემენ ეროვნულ-კულტურულ ავტონომიას აღნიშნულ რაიონებში", - ნათქვამია განცხადებაში.

 

6490 /

10 მარტი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები