საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სამშობლოს ღალატის ბრალდებით გასამართლებულ ტრისტან წითელაშვილს საახალწლო მილოცვა გაუგზავნა.
პრემიერის მილოცვას ოპოზიციის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ისინი მამუკა ბახტაძეს ახსნა-განმარტებისკენ მოუწოდებენ, რადგან ოპონენტების თქმით, ბევრ დამსახურებულ სამხედროს მილოცვის ბარათი არ მიუღია.
ტრისტან წითელაშვილი, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული, “ქართულმა ოცნებამ” 2013 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა. თუმცა, ის მას შემდეგაც გაეხვა სკანდალში, როდესაც 2016 წელს გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, გიგი კალანდაძემ, განაცხადა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია ტრისტან წითელაშვილმა ფირზე გადაიღო, რომელიც შემდეგ საქართველოს მტერი ქვეყნის ხელში აღმოჩნდა.
საიდუმლო ბაზაზე შესვლა კი სამსახურებრივი საშვით შეძლო. გადაღების დროს წითელაშვილს ხელი სამხედროებმა შეუშალეს, თუმცა უშედეგოდ. სამხედროებმა, კალანდაძის ინფორმაციით, ამის შესახებ ინფორმაცია ზემდგომებს მიაწოდეს, თუმცა თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ჯანელიძემ ეს საქმე არ გამოიძია.
 
3096 /
14 იანვარი 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები