საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
საქართველოს მოქალაქის დახმარება უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის მიზნით, დასჯადი ხდება. ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობაა და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები პარლამენტში, უკვე წარდგენილია.
კანონპროექტის მიხედვით, მსგავსი ქმედებისთვის სასჯელი 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე დამამძიმებელ გარემოებებს წარმოადგენს ამ დანაშაულის ჩადენა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით.
ამ შემთხვევაში დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობით დაისჯება.
"გვინდა, მკაცრი სისხლის სამართლის დანაშაულის რანგში ავიდეს, რადგან რეალურად არ შეუქმნას პრობლემები კონკრეტულად იმ ადამიანებს, რომლებიც პრინციპში მოტყუებულები რჩებიან. და მეორეს მხრივ, იმ მნიშვნელოვან მონაპოვარს, რომელიც არის ვიზალიბერალიზაცია, რომელიც თავისუფალი გადაადგილების საშუალებას აძლევს ადამიანს, ამიტომ ეს არ ნიშნავს,რომ უკანონო მიგრაცია უნდა იყოს წახალისებული, ამიტომ ეს კანონი დაგვეხმარება,რომ დავარეგულიროთ და მინიმუმამდეშევამციროთ,"- განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ცქიტიშვილმა.
 
2643 /
10 მარტი 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები