SIAXLEEBI.GE

სიახლეები.გე

რას მოასწავებს და რისთვის ემზადებიან? რუსეთმა და თურქეთმა შავ ზღვაში ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩაატარეს

loading...
no-img

რუსეთმა და თურქეთმა 6-8 მარტს შავ ზღვაში ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩაატარეს.

სამხედრო სწავლებაში რუსეთის მხრიდან ნოვორასიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზის საპატრულო ხომალდი და საზღვაო ტრაულერი, თურქეთის მხრიდან კი კორვეტი და ნაღმოსანი ტრაულერიმონაწილეობდნენ.

ეკიპაჟებმა შავი ზღვის აკვატორიაში ურთიერთქმედების პროგრამა შეიმუშავეს და შესაძლო დანაღმულ ზონაში ხომალდების დანაყოფები გაატარეს.

თურქი მეზღვაურები სამხედრო სწავლება „ლურჯი სამშობლო 2019“-ის ფარგლებში 6-8 მარტს ნოვორასიისკის პორტში იმყოფებოდნენ. სხვა ქვეყნის პორტში ვიზიტი სამხედრო მანევრების ერთ-ერთი ელემენტი იყო. ინფორმაციას 1 ტვ ავრცელებს.

 

1460 /

09 მარტი 2019

სხვა სიახლეები:

 
loading...

კომენტარები

Загрузка...