მიხეილ სააკაშვილი კოკა ყანდიაშვილზე სკანდალურ განცხადებას ავრცელებს
ე.წ. ბოტების ფაბრიკის შესახებ „შაბათის კურიერის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტს სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი.
„კოკა ყანდიაშვილი არის ყველაზე დიდი ნაძირალა,რომელიც ოდესმე შემხვედრია ცხოვრებაში და კგბ-ს უძველესი აგენტი. მისი ბოტების ფამრიკა ყოველდღე თხზავს ასეთ საზიზღრობებს და თუ ადამიანი ყურადღებით არ წაიკითხავს, შეიძლება ადვილად წამოეგოს მსგავს პროვოკაციაზე.
მადლობა რუსთავი2-ს,რომ დღეს როგორც იქნა ამხილა რუსეთის მიერ ივანიშვილის დასახმარებლად ჩანერგილი ყანდიაშვილის ტროლების ფაბრიკა...ის რომ სოფრომაძეს ასეთი მეთოდებით ებრძვიან,მხოლოდ აჩვენებს,რომ ბ-ნი ვასილი სწორ გზაზეა და მას კი არ ვადარებთ ვინმეს, მაგრამ ისე ილია ჭავჭავაძესაც უვრცელებდნენ რომ გლეხებს ჩაგრავდა...“ - წერს სააკაშვილი.
2,334 ნახვა
09 მარტი 2019
კომენტარები