27 დეკემბერი 2021
ნიკა გვარამიას უმძიმესი განცხადება " კარგად მამიკო და ბოდიში, რომ ვერ გადაგარჩინე "

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მისი ოჯახის წევრის, ძაღლის სახელად – კოკო გარდაცვალების შესახებ იუწყება. როგორც გვარამია “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს, ეს მისთვის და მისი ოჯახისთვის უდიდესი ტრაგედია. მძიმე სტრესის გამო, ნიკა გვარამი ტაიმაუტს იღებს.
“დღეს, ჩემი ოჯახის სასაფლაოზე დავმარხეთ ჩემი ოჯახის წევრი, ჩემი უსაყვარლესი მალტეზი კოკო. მე არ ვიცი, რატომ უტოვებენ კატებს მილიონებს, მაგრამ ჩემს უსაყვარლეს კოკოს გავაყოლეთ დიდი სიყვარული და დიდი ტკივილი. შეიძლება გამიჭირდეს ახსნა, მაგრამ ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის უმძიმესი ტრაგედიაა. ასეთი სტრესი იშვიათად გადამიტანია მეც კი, ძალიან სტრესული და მძიმე ცხოვრება გამოვლილ ადამიანს.
ბოდიში ყველასთან, მაგრამ უნდა ავიღო ტაიმაუტი, ადეკვატურობა რომ დამიბრუნდეს. ამ მდგომარეობაში ძალიან გამიჭირდება რაიმეს გაკეთება.
დროებით გემშვიდობებით და ვტოვებ ჩემი საყვარელი ბიჭის ფოტოს. კარგად მამიკო და ბოდიში, რომ ვერ გადაგარჩინე. ძალიან ძალიან მიყვარხარ და ძალიან ძალიან მომენატრები, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს.”- წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში და ურთავს ფოტოებს.
 
1562 /
09 მარტი 2019
სხვა სიახლეები:
28 ოქტომბერი 2021
16 ოქტომბერი 2021
08 ივლისი 2021
18 ივნისი 2021
14 ივნისი 2021
კომენტარები