SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

ვინ არის და რა თანამდებობას იკავებს ქართველი ტრანსგენდერი ანასტასია წარსულში ირაკლი სირაძე?!

ვინ არის და რა თანამდებობას იკავებს ქართველი ტრანსგენდერი ანასტასია წარსულში ირაკლი სირაძე?!

სოციალურ ქსელში ანასტასია პირველის ვიდეო გამოჩნდა, სადაც გოგონა, რომელიც მანამდე მამრობითი სქესის იყო, ფორტეპიანოსთან მღერის. ვიდეო კესარია აბრამიძემ გაავრცელა და ანასტასიას წარმატებები უსურვა მუსიკალურ ასპარეზზე. ვიდეოს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. ძირითადად მოიწონეს მისი ნამღერი. გაჩნდა ინტერესი – ვინ არის ახალბედა მომღერალი და რატომ არ ჩანდა აქამდე?
„პრაიმტაიმი“ მისი ვინაობით დაინტერესდა და გაარკვია, რომ გოგონა, სახელად ანასტასია პირველი, მანამდე ირაკლი სირაძე იყო. ირაკლიმ მუსიკალური კარიერა დიდი ხნის წინათ დაიწყო. მას ამაზე საუბარი არ სურს, მაგრამ ირაკლი პირველი „ნუცას სკოლის“ გამარჯვებულია. 
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ანასტასია ბათუმელია. როგორც წყარო იუწყება, საკმაოდ შეძლებული და გავლენიანი ოჯახის შვილი. ანასტასიას მამა გენერალი ყოფილა. თავად ბათუმში ერთ-ერთი სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელია. თავად არ ამხელს, მაგრამ, ჩვენი ინფორმაციით, ანასტასია „ყრუ-მუნჯთა ასოციაციის“ დირექტორია.
ჩვენივე წყარო ამბობს, რომ ანასტასიას წლების წინათ ცოლიც ჰყავდა, თუმცა ის ამ თემაზე საუბარს გაურბის. 
მაშ ასე, ექსკლუზიური ინტერვიუ ანასტასია პირველთან:
– ანასტასია, დავიწყოთ იმით, რომ ძალიან მალე აიტაცა ინტერნეტმომხმარებელმა თქვენი ვიდეო. გაჩნდა ინტერესი თქვენ მიმართ. გვიამბობთ თქვენზე?
– ეს ვიდეო მონატრების საფუძველზე ჩავწერე და ჩემს მეგობარს გადავუგზავნე. მან სოციალურ ქსელში განათავსა, მომნიშნა და აქედან დაიწყო ყველაფერი. ამ ეტაპზე ჩემზე საუბარი არ მინდა. ამ ერთი ვიდეოთი არ მინდა გამიცნოს ხალხმა. ჯერ არაფერი გამიკეთებია ისეთი, რომ ჩემზე ისაუბრონ. 
– თუმცა თქვენი მუსიკალური წარსულის შესახებ ცოტაოდენი ვიცით ჩვენც, ჟურნალისტებმა.
– მაგალითად?
– ის, რომ თქვენ ხართ „ნუცას სკოლის“ პირველი გამარჯვებული, მაგრამ სხვა სახელითა და გვარით. 
– ამაზე საერთოდ არ მინდა ლაპარაკი. არც სხვა სახელსა და გვარზე და არც ამ კონკურსზე. არ მინდა ილაპარაკონ, რა იყო წინათ. ზოგადად, მომავალზე ორიენტირებული ადამიანი ვარ. არ ვიცი, წარსულში რა იყო. მინდა, მომავალში გავაკეთო ის საქმე, რაც მიყვარს.
– რა არის ის საქმე, რაც გიყვართ?
– სიმღერას ვგულისხმობ. მინდა გადავიღო ვიდეოები, ჩავწერო სიმღერები და შემდეგ ვისაუბრო ამაზე. ახლა ასე ვრცლად საუბარი არ მინდა.
– ხომ არ გამოჩნდებით რომელიმე ქართულ მუსიკალურ პროექტში?
– იყო შემოთავაზებები, არ ვიცი, რამდენად მისაღები იქნება ჩემთვის. არაფერს გამოვრიცხავ.
– როგორ გგონიათ, როგორ შეხვდება საზოგადოება თქვენს გამოჩენას?
– საზოგადოებასთან ჩემი მესიჯი იქნება შემდეგი: მე მინდა, შეაფასონ ჩემი ნიჭიერება და არა ჩემი პირადი ცხოვრება. ვერ ვიქნები თავმდაბალი, რადგან მიყვარს ჩემი პროფესია და მაქსიმუმს გავაკეთებ კარიერისთვის. მინდა ვიყო გულწრფელი სიმღერაში.
– რა არის თქვენი მთავარი პროფესია? რას საქმიანობთ?
– ერთ-ერთი ორგანიზაციის დირექტორი ვარ ბათუმში. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მეტს ვერ დავკონკრეტდები.
– ბათუმში ცხოვრობთ?
– არა, თბილისში ვცხოვრობ და ბათუმში ვმუშაობ. 
– ძალიან ცოტა ხნის წინ, ერთი წლის წინ მოხდა თქვენი ტრანსფორმაცია, როგორ შეხვდნენ ამას თქვენი ოჯახის წევრები?
– ამაზე საუბარი საერთოდ არ მინდა. ეს ჩემთვის ნორმალურია. ვინც ვარ, ის უნდა ვყოფილიყავი. არ მაინტერესებს, ვინ როგორ შეხვდა ამ ამბავს. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახთან იდეალური ურთიერთობა მაქვს, გეტყვით, რომ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, ვინ უნდა ვყოფილიყავი.
– გვიან მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?..
– არა, არა, 3-4 წლის ვიყავი. ყოველთვის ვიცოდი, ვინ უნდა ვყოფილიყავი, რატომ და სად. შესაბამისად, აქამდე ამიტომაც არ გამოვჩნდი. ზუსტად ვიცოდი, როდის რა უნდა გამეკეთებინა. მე მინდა ვიყო ჩემთვის. 
– რატომ, გგონიათ, რომ ბევრი ვერ გაიგებს?
– ვინ რას გაიგებს, ეს ვერ შემაჩერებს. ყოველთვის არსებობს განსხვავებული აზრი. ეს ნორმალური და მისაღებია ჩემთვის. 
– მართალია, რომ გენერლის შვილი ხართ?
– არც ამაზე მინდა ლაპარაკი. მინდა ისაუბრონ იმაზე, რასაც შევქმნი და არა ჩემს ოჯახზე, ჩემს პირადზე...
– მაგრამ თქვენ მუსიკალურ შოუში აპირებთ მონაწილეობას, საზოგადოება თქვენი პიროვნებით დაინტერესდება. ამას ვერ გაექცევით...
– კი, კი, არსად არ ვაპირებ გაქცევას. უბრალოდ, მინდა ისეთი შემოქმედება, სიმღერები დავდო, რომ ამ შეკითხვებისთვის დრო აღარ დარჩეს საზოგადოებას. მინდა ისაუბრონ ჩემს კარიერაზე და არა პირადზე.
– ბოლო კითხვას დაგისვამთ პირადზე, თუ შეიძლება...
– გისმენთ.
– მართალია, რომ ცოლი გყავდათ?
– ისევ პირადს უბრუნდებით. ძალიან სასაცილოა ეს კითხვა ჩემთვის. 
– ტყუილია?
– არ ვაპირებ ჩემი პირადის გამომზეურებას. ეს ყველაზე სათუთია ჩემთვის. და არ ვაპირებ ჩემი გართობისთვის ჩემს პირადს, ოჯახს, მეგობარს ვინმე შეეხოს. არ მხიბლავს პოპულარობა, ცნობადობა. იმიტომ რომ აქ, საქართველოში, ზედმეტად მკაცრად იციან ადამიანების განსჯა.
– თქვენ ფიქრობთ, რომ პირადის გამო არ მიგიღებთ საზოგადოება და ამიტომ არიდებთ თავს ამ კითხვებს?
– არა, არა... უბრალოდ, მინდა ისაუბრონ იმაზე, რასაც შევქმნი. სულ ეს არის. ჩემი საწოლი და საძინებელი არავის საქმე არ არის. 
წყარო primetime.ge

 

2181 /

14 იანვარი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები