შემთხვევა
02 სექტემბერი 2019
სიახლეები:
"ჩემი ძმა ფსიქიატრიულში მომიკლეს"- ამ განცხადებას ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მყოფი პაციენტის ოჯახის წევრები აკეთებენ.
გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის თქმით, შუა ხნის მამაკაცი ფსიქიატრიულში შემოაკვდათ.
"ამ საღორეში ჩემი ძმა ცემით მოკლეს. მანამდე ჩვენი ძმა ამბობდა მეუხეშებიან და მმალავენო. გთხოვთ გამოიძიეთ ეს საქმე,"- აცხადებს გარდაცვლილი პაციენტის და.
როგორც "პრაიმტაიმს" ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში უთხრეს, დაწესებულებაში პაციენტებმა იჩხუბეს, რასაც შუა ხნის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება მოჰყვა.
"პაციენტებს შორის მოხდა შელაპარაკება. ის პერსონალს არ უცემია. გარდაცვლილი პაციენტი ჩვენს დაწესებულებაში მოხვედრამდე იყო სომატურად მძიმე, ასევე ჰქონდა ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური პრობლემები. ამ კონფლიქტის შემდეგ კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ჩვენი მხრიდან არ მომხდარა ფაქტის დამალვა. შესაბამის ორგანოები ჩავაყენეთ საქმის კურსში. გამოძახებული იქნა პოლიცია და სასწრაფო და პაციენტი გადაიყვანეს რეფერალურ ჰოსპიტალში. გარდაცვალების მიზეზს გამოძიება დაადგენს. რაც შეეხება, პაციენტის ახლობლების განცხადებას, რომ ჩვენთან პაციენტი მოკლეს, ეს არის აბსურდი."- განაცხადეს ხონის ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციაში.
"პრაიმტაიმი"
 
1314 /
09 მარტი 2019
სხვა სიახლეები:
შემთხვევა
02 სექტემბერი 2019
შემთხვევა
21 აგვისტო 2019
შემთხვევა
21 აგვისტო 2019
შემთხვევა
20 აგვისტო 2019
შემთხვევა
20 აგვისტო 2019
შემთხვევა
16 აგვისტო 2019
კომენტარები