SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

ქართული ოცნების კანონპროექტი - რელიგიური ნორმების ქადაგება ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის მიწოდებად ჩაითვლება

ქართული ოცნების კანონპროექტი -  რელიგიური ნორმების ქადაგება ბავშვებისთვის  საფრთხის შემცველი ინფორმაციის მიწოდებად ჩაითვლება

ქართული ოცნების” დეპუტატებმა პარლამენტში წარმოადგინეს ბავშვთა უფლებათა კოდექსი, რომელის მკაფიოდ გამოკვეთილი მიზანია სახელმწიფოში ბავშვთა აღზრდის პროცესის ლიბერალური იდეოლოგიის ფარგლებში მოქცევა და ამ საკითხში ოჯახის ავტონომიურობის იმგვარი შეზღუდვა, რომ ის ვერ გაცდეს ლიბერალური იდეოლოგიის გადმოსახედიდან დასაშვებ ფარგლებს.

წარმოდგენილ დოკუმენტში პირდაპირ და ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ კოდექსის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის “აღზრდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებულ იდეალებზე”, ანუ კონკრეტული იდეოლოგიური ნორმების ფარგლებში და “ბავშვის საუკეთესო ინტერესბის გათვალისწინებით”. და რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია, კოდექსის მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესები განისაზღვრება არა ოჯახის მიერ, არამედ “განისაზღვრება ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმების და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, აგრეთვე, მისი მონაწილეობით და აზრის გათვალისწინებით”.

რაც რეალურად ნიშნავს, რომ ამ კოდექსით მკვეთრად იკვეცება ოჯახის ავტონომიურობა ბავშვის აღზრდის საკითხში და, ფაქტიურად, ცხადდება, რომ ბავშვი არის არა ოჯახის, არამედ სახელმწიფოს საკუთრება, ოჯახი კი არის მხოლოდ ბავშვის აღმზრდელი, რომელსაც შვილის საუკეთესო ინტერესებს და იმ ფასეულობებს, რომლებითაც მისი გაზრდა შეიძლება, სახელმწიფო განუსაზღვრავს.

კოდექსში ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ბავშვისთვის საფრთხის შემცველ ინფორმაციას წარმოადგენს “დისკრიმინაციის წახალისებისკენ მიმართული ინფორმაცია”. და აქ ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ, იდეაში, დისკრიმინაციის წახალისებისკენ მიმართულ ინფორმაციად შეიძლება ჩაითვალოს, ვთქვათ, ნებისმიერი რელიგიური სწავლება, რომლის მიხედვითაც გარყვნილებად და მძიმედ ამორალურ მდგომარეობად მიიჩნევა რაიმე სახის ქცევა ან მდგომარეობა, ვთქვათ, ჰომოსექსუალობა. ანუ, ფაქტიურად, ბიბლიის ან ყურანის გარკვეული მონაკვეთების ბავშვისთვის კითხვა, ამ კოდექსის საფუძველზე, შესაძლებელია დისკრიმინაციის წახალისებისკენ მიმართულ და, შესაბამისად, ბავშვისთვის საფრთხის შემცველ ინფორმაციად ჩაითვალოს. მეტიც, დისკრიმინაციის წამახალისებელი ინფორმაცია და პოზიციაა თითქმის ყველა რელიგიური სწავლება ან თითქმის ყველა ტრადიციული, კონსერვატიული ფასეულობათა სისტემა, მითუმეტეს ჩვენს რეგიონში. ყველა ეს სისტემა გულისხმობს, რომ რაღაც მდგომარეობა არის მორალური, რაღაც კი ამორალური, რაც არის საერთოდ დისკრიმინაციის როგორც მოვლენის არსებობის მთავარი საფუძველი.

შესაბამისად, მთელი ამ კოდექსის ძირეული შინაარსია, ოჯახის ავტონომიურობის შეზღუდვა და ბავშვის აღზრდის პროცესში სახელმწიფოს ჩარევის შესაძლებლობების მაქსიმალურად გაზრდა, რათა მოხერხდეს აღზრდის პროცესის ლიბერალური გლობალიზმის იდეალებთან შესაბამის ფარგლებში მოქცევა და რაიმე სხვა კულტურულ-მორალური ხედვით ბავშვის გაზრდის მცდელობების აკრძალვა.

ასევე კოდექსში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ დაუშვებელია მშობლის მიერ “ბავშვის ფიზიკური დასჯა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ფიზიკური დასჯის ღონისძიების გამოყენება” და ბავშვი დაცული უნდა იყოს “ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის და იძულებისგან”.

გასაგები რომ იყოს, კოდექსში დაფიქსირებული ეს ნორმები რეალურად ნიშნავს, რომ იკრძალება აღმზრდელობითი მიზნით ბავშვზე ნებისმიერი სახის ფიზიკური ძალადობა, ანუ, მაგალითად ყურის აწევა, რადგან ყურის აწევა ან სხვა მსუბუქი ფიზიკური სასჯელი ნამდვილად შედის “ნებისმიერი სახის ფიზიკურ ძალადობაში”. ხოლო ბავშვის იძულების აკრძალვა რეალურად ნიშნავს, რომ დაუშვებელია, ვთქვათ, ბავშვის სახლში ან სადმე ძალით წაყვანა მაშინ, როცა ბავშვს ეს არ უნდა, რადგან ადამიანის ძალით სადმე წაყვანა ნამდვილად არის იძულება. ასევე ბავშვზე ფსიქოლოგიურ ძალადობაში ნამდვილად იგულისხმება მისთვის დაყვირების აკრძალვა, რადგან ყვირილი ცალსახად არის ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმა.

და აქ აუცილებლად უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ეს სრულიად არაგონივრული აკრძალვა, რომლებიც ვრცელდება მშობელთა ისეთ ქცევებზე, რომელთა გამოუყენებლობაც თითქმის შეუძლებელია აღმზრდელობით პროცესში, უბრალოდ ინსტრუმენტებია, რომლებიც სახელმწიფოს საშუალებას მისცემს, ოჯახის ფუნქციონიორებაში ჩაერიოს და მას მორალური შეზღუდვები დაუწესოს.

წყარო alt.info.com

 

ბავშვთა უფლებათა კოდექსის ტექსტის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე: https://info.parliament.ge/?fbclid=IwAR0p3ow2ogPg2PLa8I2hofxiy92c74nrK-KEc3VfQKcfp6mSVaiL3mDVw18#law-drafting/17229

 

1401 /

09 მარტი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები