SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

ბოლნისში 16 წლის ბიჭი, პოლიციას ცემასა და გაუპატიურების მუქარაში ადანაშაულებს

ბოლნისში 16 წლის ბიჭი, პოლიციას ცემასა და გაუპატიურების მუქარაში ადანაშაულებს

ბოლნისში 16 წლის ბიჭი პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს. მოზარდი, რომელიც შსს-ს ინფორმაციით, ქურდობაშია მხილებული, ამბობს, რომ სამართალდამცველებმა სცემეს და ხელი მოტეხეს. 

"მაგინეს, მანქანაში ჩამსვეს და იქაც მცემეს. მერე ჩამიყვანეს პოლიციაში, ოღონდ უკნიდან შემიყვანეს. იქ რომ შემიყვანეს, ეგრევე მცემეს. თავში მირტყეს, ქამარი გადამარტყეს, მეუბნებოდნენ, გაგაუპატიურებთო, ბოთლზე დაგსვამთო. ხელი მომტყდა და მერე ხელმოტეხილს კიდევ მირტყამდნენ" - ამბობს დაზარალებული რუსთავი 2-თან საუბრისას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველთა 
მიერ უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტს გენერალური ინსპექცია სწავლობს. მათივე ცნობით, მოზარდი ქურდობის ფაქტზე თებერვალში ამხილეს. 

"დადგინდა, რომ არასრულწლოვანმა 13 თებერვალს ბოლნისში მდებარე ოქროს ნაკეთობების მაღაზიიდან 8000 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები მოიპარა. სამართალდამცველებმა თ.ა.-ს პირადი ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთები სრულად ამოიღეს ნივთმტკიცებად" - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 177-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით (ქურდობა, ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).

tabula.ge

 

1081 /

08 მარტი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები