SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

ექსკლუზიური ფოტო და დამატებითი დეტალები გატაცებული მძევლის შესახებ

ექსკლუზიური ფოტო და დამატებითი დეტალები გატაცებული მძევლის შესახებ

"პრაიმტაიმმა" მოიპოვა ზურა ბერიკაშილის ფოტო, რომელიც თავდამსხმელებმა გუშინ გვიან ღამით გლდანში მძევლად აიყვანეს. ის საკუთარი მანქანის საბარგულში გაკოჭილი სავარაუდოდ მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა. "პრაიმტაიმს" ზურა ბერიკაშვილის დედამ განუცხადა, რომ მისი შვილი გლდანში მეგობრის სანახავად წავიდა. თუმცა, განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს ზურა ბერიკაშვილის და. ის "პრაიმტაიმს" უყვება, რომ ზურა ბერიკაშილი გლდანში მის სანახავად მიდიოდა, რა დროსაც ის თავდამსხმელებმა მძევლად აიყვანეს.

ავტომობილი, რომლითაც საქართველოს ბანკის გლდანის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ, ვარკეთილში მცხოვრებ, 30 წლის ზურა ბერიკაშვილს ეკუთვნის, რომელიც გუშინ გვიან ღამით გლდანში მძევლად აიყვანეს. ის, სავარაუდოდ, მთელი ღამე საკუთარი მანქანის საბარგულში გაკოჭილი იმყოფებოდა. ბერიკაშვილი ამ წუთებში პოლიციაში დაკითხვაზეა.

„პრაიმტაიმს“ ბერიკაშვილის დედა ესაუბრება, რომელმაც გვიამბო,რომ მისი ვაჟი სახლიდან გუშინ ღამით მანქანით გავიდა.


წყარო primetime.ge

 

1580 /

08 მარტი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები