სხვადასხვა
20 მარტი 2019
სიახლეები:
„ქართული ოცნება“ ახალ სახეებს ეძებს და პარტიის მობილიზებისთვის ემზადება. ივანიშვილმა პარტიაში ირაკლი ღარიბაშვილი დააბრუნა და მას პოლიტიკური მდივნის პოსტი ჩააბარა. რა გეგმები აქვს ივანიშვილს და როგორ აპირებს დაშლის პროცესში მყოფი მმართველი გუნდით ხელისუფლების შენარჩუნებას?
„ნიუპოსტის“ წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესაძლებლობას ჩატარებას განიხილავს. როგორც კულუარებში საუბრობენ, „ქართულ ოცნებას“ 2020 წლისთვის კიდევ უფრო მძიმე პოლიტიკური დღის წესრიგი ელოდება, რაც ივანიშვილის გუნდის ცალხასა დამარცებას გამოიწვევს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ სახელისუფლო გუნდში მიმდინარე მძიმე პროცესებს თან ახლავს, ქვეყანაში არსებული სრული ოპოზიციური სპექტის მოთხოვნა პროპროციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციებიც დადებითად ეხმაურებიან. მმართველი გუნდისთვის ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა გაერთიანებული ოპოზიციის 800 ათასი ამომრჩეველია, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ დაანახა, რომ მათ არჩევნების „მოგება“ ამომრჩევლის მოსყიდვით, დაშინებითა და ძალადობრივი მეთოდებით მოუწია. ამას ხაზს უსვამს ეუთო-ოდირის დასკვნა, რომლის მსგავსი საერთაშორისო ორგანიზაციას ბოლო ათწლეულის განვლობაში არ დაუდია.
რაც შეეხება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხს, ოპოზიას ხელმოწერების შეგროვების ვადა აქვს მაისამდე და პროცედურული ვადების გათვალისწინებით, საპარლამენტო განხილვის დაწყება უფრო რეალისტური შემოდგომაზეა. ვადამდელი არჩევნების შემოდგომაზე ჩატარებით კი, ამ პოლიტიკურ დაძაბულობას ივანიშვილი თავიდან იცილებს.
როგორც „ნიუპოსტს“ წყარო უყვება, პარტიაში ივანიშვილმა შს მინისტრ გახარიასთან ერთად, კალაძეს და ღარიბაშვილს დაავალა კონკრეტული ჯგუფების მობილიზება. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პარტია კერძო პიარ კომპანიას ქირაობს, ნაკლებად მოსალოდნელია 2020 წლისთვის იყოს გათვლილი, არჩევნებამდე წელიწადნახევრით ადრე სახეების შერჩევა, გაწელილი ამ დროში, როგორც წესი, ნებისმიერ პოლიტიკურ ორგანიზაციაში და ბუნებრივია, ისედაც მყიფე გაერთიანება „ქართულ ოცნებაში“ დაძაბულობას გაზრდის. ამდენად, სავარაუდოდ, ეს პროცესი 2020-ისთვის არ არის გათვლილი.
წყარო newpost.ge
 
1923 /
08 მარტი 2019
სხვა სიახლეები:
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
16 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
14 მარტი 2019
კომენტარები