SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

უიშვიათესი ინტერვიუს ფრაგმენტი, რას ამბობდა წლების წინ უცხოურ მედიასთან ბიძინა ივანიშვილი ?

უიშვიათესი ინტერვიუს ფრაგმენტი, რას ამბობდა წლების წინ უცხოურ მედიასთან ბიძინა ივანიშვილი ?

ქარ­თუ­ლი ბიზ­ნეს­სექ­ტო­რის ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი მო­თა­მა­შის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ხელ­მწი­ფო მან­ქა­ნა ჩა­ირ­თო. პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის­გან უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტის მო­თხოვ­ნა და მუ­ქა­რის წე­რი­ლი ქვეყ­ნის შს მი­ნის­ტრის­გან - ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, "თი­ბი­სი ბან­კის" ირ­გვლივ მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ აგო­რე­ბუ­ლი კამ­პა­ნია გა­მო­იწ­ვევს იმას, რომ ქვე­ყა­ნა­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არც ად­გი­ლობ­რივ და მით უმე­ტეს არც უცხო­ელ ინ­ვეს­ტო­რებს არ მო­უნ­დე­ბათ, ეს კი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას მკვეთ­რად გა­ა­უ­ა­რე­სებს.

ამა­ვეს ამ­ბობ­და ქვეყ­ნის უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნი, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე, ახლა უკვე კრი­ტი­კი­სა და ბრალ­დე­ბე­ბის მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი 7 წლის წინ, თუმ­ცა მა­შინ­დე­ლი მისი შე­ფა­სე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მხრი­დან ბიზ­ნეს­ზე ზე­წო­ლის პრაქ­ტი­კის წი­ნა­აღ­მდეგ იყო მი­მარ­თუ­ლი.

 

AMBEBI.GE-მ მო­ი­ძია ის იშ­ვი­ა­თი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი მსოფ­ლიო მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, სა­დაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ბიზ­ნე­სის რე­კეტ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­უბ­რობ­და:

"ერთი რამ ცხა­დია: რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ბიზ­ნესს სრუ­ლად აკონ­ტრო­ლებს, ერთი ინ­ვეს­ტი­ცი­აც კი არ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში" - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა 2012 წლის აგ­ვის­ტო­ში, ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა The Atlantic-ის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ა­კე­თა ("მი­ლი­არ­დე­რი სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თვე­ლად - ინ­ტერ­ვიუ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან", ავ­ტო­რი: არ­მინ რო­სე­ნი).

7 წლის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა, ბიზ­ნე­სის მხურ­ვა­ლე დამ­ცველს დღეს იმა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ, რომ ანაკ­ლი­ის პორ­ტის წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა სურს და ხა­ზა­რა­ძე-ჯა­ფა­რი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მო­ე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­აც ამას უკავ­შირ­დე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი მარ­თლაც შე­იც­ვა­ლა, რად­გან ჯერ კი­დევ 2012 წელს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი საკ­მა­ოდ თა­მა­მი იყო ბრალ­დე­ბებ­ში, რო­დე­საც იმა­ვე და­ნა­შა­ულს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ხელს უკავ­ში­რებ­და.

"სა­ა­კაშ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მა­ტყუ­ა­რაა. მან შე­ის­წავ­ლა რო­გორ დგინ­დე­ბა მსოფ­ლიო ბან­კის რე­ი­ტინ­გე­ბი. თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოხ­ვალთ, კომ­პა­ნი­ის გახ­სნას ერთ დღე­ში შეძ­ლებთ. მაგ­რამ, თუ მხო­ლოდ დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრო­ცე­სებს და­ვაკ­ვირ­დე­ბით, ეს ნამ­დვი­ლად არის მიღ­წე­ვა ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლიო ბან­კის თვალ­ში. კი, ეს აძ­ლევს მათ სა­შუ­ა­ლე­ბას თქვან, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა შე­იძ­ლე­ბა.

მაგ­რამ, რო­გორც კი კომ­პა­ნია მო­გე­ბის მი­ღე­ბას იწყებს, ისი­ნი მო­დი­ან და გარ­თმე­ვენ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა ერთ დღე­ში შე­იძ­ლე­ბა, ბევ­რს არა­ფერს ნიშ­ნავს და არა­ნა­ი­რი რე­ა­ლუ­რი ბიზ­ნე­სი აქ არ კეთ­დე­ბა" - ამ­ბობ­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი The Atlantic-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მი­ლი­არ­დე­რი ივა­ნიშ­ვი­ლი პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ბიზ­ნე­სის რე­კეტ­ზე სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ცე­მას­თან ხში­რად სა­უბ­რობ­და. მა­გა­ლი­თად, Forbes-ის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში მან პირ­და­პირ და­ა­სა­ხე­ლა ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც აღ­ნიშ­ნულ პრო­ცე­სებს აკონ­ტრო­ლებ­დნენ.

"მთე­ლი ბიზ­ნე­სი კონ­ტროლ­დე­ბო­და. ამის სა­თა­ვე­ში კი ძი­რი­თა­დად ოთხი ადა­მი­ა­ნი იყო (სა­ა­კაშ­ვი­ლი, ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მე­რა­ბიშ­ვი­ლი, იუს­ტი­ცი­ის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ადე­იშ­ვი­ლი და თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მერი უგუ­ლა­ვა), მათ მთე­ლი ფული თა­ვის­თვის მიჰ­ქონ­დათ. მათი შე­მო­სავ­ლე­ბი, რო­გორც ამ­ბობ­დნენ, 40-50 მი­ლი­ონ დო­ლარს შე­ად­გენ­და თვე­ში. ეს არა­ნორ­მა­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს­თვის.

კონ­ტროლ­დე­ბო­და არა მხო­ლოდ თი­თო­ე­უ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, არა­მედ ყო­ვე­ლი გამ­ყიდ­ვე­ლი ბაზ­რო­ბა­ზე, რო­მე­ლიც დღე­ში 10 დო­ლა­რის სა­ქო­ნელს ვაჭ­რობ­და. მათი მი­ზა­ნი იყო არა იმ­დე­ნად ქო­ნე­ბა, რამ­დე­ნა­დაც კონ­ტრო­ლი, თუმ­ცა ქო­ნე­ბა­საც ით­ვი­სებ­დნენ. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი ჰქონ­დათ, სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლამ­დე თავს შე­და­რე­ბით თა­ვი­სუფ­ლად გრძნობ­დნენ. შემ­დეგ მათ ეუბ­ნე­ბოდ­ნენ: ან მოგ­ვცემ ყვე­ლა­ფერს, ან ცი­ხე­ში წახ­ვალ, იქ იჯ­დე­ბი და შემ­დეგ მოგ­ვცემ ყვე­ლა­ფერს. ნა­ხე­ვა­რი აძ­ლევ­და. მათ წი­ნა­აღ­მდეგ, ვინც ქო­ნე­ბის დათ­მო­ბა­ზე უარს ამ­ბობ­და, დევ­ნა იწყე­ბო­და, ვი­ღაც ას­წრებ­და სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლას, ვი­ღაც კი ვერა" - ამ­ბობ­და ივა­ნიშ­ვი­ლი 2013 წელს Forbes-ის ჟურ­ნა­ლისტ ელე­ნა ბე­რე­ზენ­სკა­ი­ას­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, რო­გორ ხდე­ბო­და ბიზ­ნე­სის კონ­ტრო­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, ივა­ნიშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა:

"მთა­ვარ პრო­კუ­რორს ჰყავ­და ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც 5 000 დო­ლარ­ზე მეტი ოდე­ნო­ბის გა­და­რი­ცხვებს აკონ­ტრო­ლებ­და. ამის შე­სა­ხებ ყვე­ლამ იცო­და, შე­სა­ბა­მი­სად თით­ქმის მთე­ლი ფუ­ლა­დი ნა­კა­დი კონ­ტროლ­დე­ბო­და და ყვე­ლა­ფე­რი ისე იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, რომ ეს ნა­კა­დი მათ­თან მი­სუ­ლი­ყო.

რო­დე­საც ჩვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვე­დით, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნისტრს ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის შეკ­რე­ბა ვთხო­ვე, რომ­ლე­ბიც ამ სფე­რო­ში მუ­შა­ობ­დნენ, მინ­დო­და მე­სა­უბ­რა მა­თან, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და გან­გვე­ვი­თა­რე­ბი­ნა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა, რითი შე­მეძ­ლო დავ­ხმა­რე­ბო­დი. მან და­მი­რე­კა და მი­თხრა: "შოკ­ში ვარ, ეს ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი არ არი­ან, ეს მო­ნე­ბი არი­ან". მიმ­წყვდე­უ­ლე­ბი, თვა­ლებ­ში მუ­და­რით ელოდ­ნენ, რომ ჩვენ მათ­გან რა­მის მო­თხოვ­ნას და­ვი­წყებ­დით" - ამ­ბობ­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ში.

იმის­თვის, რომ მი­ლი­არ­დე­რი ბიზ­ნე­სის შე­ვიწ­რო­ვე­ბა­ში და­ე­და­ნა­შა­უ­ლე­ბი­ნათ, სულ რამ­დე­ნი­მე წელი აღ­მოჩ­ნდა საკ­მა­რი­სი, არა­და ივა­ნიშ­ვილ­მა ყვე­ლა­ზე უკეთ უნდა იცო­დეს, რას ნიშ­ნავს ტე­ლე­ფონ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მუ­ქა­რის ზარი აქ­ცი­ე­ბის დათ­მო­ბის მო­თხოვ­ნით. რო­გორც Forbes-ის­თვის 2005 წელს მი­ცე­მულ ვრცელ ინ­ტერ­ვი­უ­ში იხ­სე­ნებს, 1996 წელს სან-ტრო­პე­ში კერ­ძო ვი­ლა­ზე ყოფ­ნი­სას, მას და­უ­რე­კეს და КраМЗа-ს (კრას­ნო­ი­არ­სკის მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი ქარ­ხა­ნა) აქ­ცი­ე­ბის გა­ყიდ­ვა მოს­თხო­ვეს.

"ისე­თი ხმით ლა­პა­რა­კობ­და რომ შიგ­ნით ყვე­ლა­ფე­რი გა­მე­ყი­ნა. საფ­რან­გეთ­ში ვი­ყა­ვი, თუმ­ცა ღა­მით ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის ყვე­ლა კარი ჩავ­კე­ტე" - იხ­სე­ნებ­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი Forbes-თან სა­უ­ბარ­ში ("ადა­მი­ა­ნი ფუ­ლით", 2005 წლის მა­ი­სი. ავ­ტო­რი: ელე­ნა ბე­რე­ზენ­სკა­ია).

ქარ­თულ მე­დი­ას ჯერ არ მის­ცე­მია შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მო­ეს­მი­ნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კო­მენ­ტა­რი "თი­ბი­სი ბან­კის" საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ახლა პარ­ტი­ა­ში სი­ტუ­ა­ცი­ის და­ლა­გე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი....

 

წყარო: ambebi.ge

 

1481 /

08 მარტი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები