SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

ამას არავინ ელოდა სკანდალური ინფორმაცია ბათუმში მიცვალებულებს ერთმანეთზე ასაფლავებენ

ამას არავინ ელოდა სკანდალური ინფორმაცია ბათუმში მიცვალებულებს ერთმანეთზე ასაფლავებენ

ბათუმში სასაფლაოებზე ადგილების დეფიციტის საკითხი რამდენიმე წლის წინ გახდა აქტუალური. ქალაქში სულ 10 სასაფლაოა, სადაც ადგილების სიმწირის გამო, როგორც შპს "სასაფლაოებში" აცხადებენ, მიცვალებულებს ერთმანეთზე ასაფლავებენ.

ამიტომ, წლების წინ, ახალი სასაფლაოს მშენებლობის გადაწყვეტილება ბათუმის მერიამ მიიღო. 2014 წელს ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარიც გამოჰყო, ჩაქვში სასაფლაოს მოსაწყობად ფულიც გაიხარჯა, თუმცა 5 წლის შემდეგაც სასაფლაო არ ამოქმედებულა. 

შპს “მამისონმა", რომელიც ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა, რამდენჯერმე გადაავადა სამუშაოები. 2018 წელის იანვარში კი შპს "სასაფლაოებმა" სამუშაოები ჩაიბარა, თუმცა არსებული ხარვეზების გამო ფუნქციონირება ვერ დაიწყო.   სასაფლაოზე წყლის სისტემა არასწორად არის დამონტაჟებული, შპს "ბათუმის წყალი" კი ვიდრე არ გასწორდება ხარვეზი, ვერ ახერხებს სისტემაში წყლის დაერთებას

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ამბობს, რომ ამ საკითხზე შიდა აუდიტის კვლევა ჩაატარა და მიღებული შედეგების მიხედვით, დოკუმენტების გადაგზავნას ძალოვან უწყებებში აპირებს. 

"ეს საკითხი რამოდენიმე წლის უკან დაიწყო, ჩაქვის სასაფლაოებზე ჩემი თხოვნით შიდა აუდიტი შევიდა, ვინაიდან ერთხელ და საბოლოოდ დაგვედო რეალური სურათი, თუ რა ხდებოდა. მოკვლევის საფუძველზე ვგეგმავთ  ძალიან მალე ჩავატაროთ შიდა განხილვა და არ გამოვრიცხავ, რომ საბუთები შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნოს" - ამბობს ლაშა კომახიძე.

დადგება თუ არა კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხი,  ბათუმის მერი პირდაპირი პისუხსგანთავს იკავებს. "რასაც გავეცანი, იქედან გამომდინარე წინასწარი დასკვნებისგან თავს შევიკავებ. საკითხი ძალიან კომპლექსურია, არის რიგი ობიექტური მიზეზები, რომელიც ამავე დროს უნდა იყოს გათვალისწინებული. ვისი პასუხისმგებლობა არის, რა დოზით, თუ არის შეცდომები ან გადაცდომები დაშვებული, ამისათვის, ​პირველ რიგში, აუდიტის დასკვნის საფუძველზე, შიდა მოკვლევას გავაკეთებთ და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ, გაგრძელდეს თუ არა ამაზე მოკვლევა სხვა შესაბამისს უწყებებში" - აცხადებს მერი. 

წყარო ajaratv.ge

 

1264 /

07 მარტი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები