SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

დაიბლოკება თუ არა „ფეისბუქი“ საქართველოში?

დაიბლოკება თუ არა „ფეისბუქი“ საქართველოში?

მარკ ცუკერბერგი „ფეისბუქის“ ტრანსფორმაციას გეგმავს. პოპულარული სოციალური ქსელის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ მისი მიზანია კონფიდენციალურობასა და მონაცემთა უსაფრთხოებაზე ორიენტირებული სერვისის შექმნა.

„ფეისბუქი და ინსტაგრამი დაეხმარა ხალხს მეგობრებთან, საზოგადოებებთან და ინტერესებთან დაკავშირებაში. ეს მოხდა ქალაქის სკვერის ციფრული ექვივალენტის პირობებში. თუმცა ხალხს სურს უფრო კონფიდენციალური კომუნიკაცია, რომელიც შეიძლება მოხდეს მისაღები ოთახის ციფრულ ვერსიაში,“- განაცხადა ცუკერბერგმა.

„ფეისბუქის“ დამფუძნებლის განცხადებით, მას სურს ისეთი სოციალური ქსელის შემუშავება, რომელიც დაიცავს ინდივიდთა მონაცემებს და მათ პირად ცხოვრებას. ამ გეგმის ფარგლებში, „ფეისბუქი აღარ შეინახავს სენსიტიურ მონაცემებს ისეთ ქვეყნებში, რომელთაც ადამიანების უფლებების დაცვის, კერძოდ პირადი ცხოვრებისა და გამოხატვის თავისუფლების სუსტი ისტორია აქვთ. ამ პრინციპის დაცვის გამო, შესაძლოა ჩვენი სერვისის მიწოდება ზოგიერთ ქვეყანაში დაიბლოკოს. თუმცა ჩვენ გვიღირს ამ კომპრომისზე წასვლა,“- ამბობს მარკ ცუკერბერგი.

კონკრეტულად, როდის იგეგმება „ფეისბუქის“ ტრანსფორმაცია, ჯერ უცნობია. თუმცა, ცუკერბერგი განმარტავს, რომ ეს ცვლილებები მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდება:

„ვფიქრობ უნდა ვიმუშაოთ ისეთი მსოფლიოს შექმნაზე, სადაც ხალხი პირად საუბრებს და თავისუფლად ცხოვრებას შეძლებს ისე, რომ მათი ინფორმაცია იქნება დაცული და მათ მონაცემებს მხოლოდ ისინი ნახავენ, ვინც მათ თავად სურთ. თუკი ჩვენ შევძლებთ, რომ მსოფლიო ამ მიმართულებით წავიყვანოთ, ვიამაყებ ჩვენი ძალისხმევით,“წერს ცუკერბერგი.

წყარო primetime.ge
 

 

1013 /

07 მარტი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები