სხვადასხვა
20 მარტი 2019
სიახლეები:
მიენიჭებათ თუ არა ერთსქესიან წყვილებს სპეციალური სტატუსი, სახალხო დამცველის პოზიცია , 2018წლის ანგარისში საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხვდება. ომბუდსმენი წერს, რომ კონსტუციაში არსებული ჩანაწერი, რომელიც ქორწინებას, როგორც ქალის და მამაკაცის კავშირს განსაზღვრავს, ხელს უწყობს ჰომოფობიური განწყობების გაღვივებას. სახალხო დამცველი თვლის, რომ ქვეყანამ უნდა შემოიღოს სამოქალაქო პარტნიორის სტატუსი, რომელიც ერთსქესიან წყვილებს სამართლებრივ უფლებებს მიანიჭებს. რა უფლებებზეა საუბარი და როგორ აფასებენ ინიციატივას არასამთავრობოები და პოლიტიკოსები.
საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დასაშვებად სამართლებრივი ბრძოლა იწყება. სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევიდა, AMBEBI.GE-ს ლგბტ პირების უფლებების დამცველმა, ადვოკატმა გიორგი ტატიშვილმა გააცნო. ტატიშვილი, რომელიც ადრე ტრანსგენდერ "მაცაცოდ" იყო ცნობილი, AMBEBI.GE-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ სასარჩელო მოთხოვნაა, საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად სცნოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმა, რომლითაც განმარტებულია, რომ "ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა".
"სასარჩელო მოთხოვნაა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმის შედარება მოხდეს კონსტიტუციის იმ ნორმასთან, რომლის მიხედვითაც უნდა დადგინდეს ოჯახის, როგორც დეფინიციის შემადგენლობაში კაცისა და კაცის, ქალისა და ქალის, ან ქალისა და კაცის ერთობა, რაც დააზუსტებს კანონთან კონსტიტუციის შესაბამისობას. ამის საფუძველზე ლგბტ ორგანიზაცია მოითხოვს ერთსქესიანთა ქორწინებას, რაც ლეგალიზებული უნდა იქნას სწორედ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნაა სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმის დროებით ძალადაკარგულად ცნობა, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, რომლის მიხედვით ქორწინება შეიძლება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობით", - განმარტა ლგბტ უფლებების დამცველმა, ადვოკატმა გიორგი ტატიშვილმა. მან სარჩელი შეიტანა, როგორც ფიზიკურმა პირმა.
 
1883 /
04 მარტი 2019
სხვა სიახლეები:
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
16 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
14 მარტი 2019
კომენტარები