პოლიტიკა
01 მარტი 2022
სიახლეები:
„კარასინის განცხადება განსხვავდება წინა განცხადებებისაგან იმით, რომ მან პირველად გამოიყენა პირდაპირი მუქარის ტონი - ფაქტობრივად, ეს ულტიმატუმი იყო. მან პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოს მოუწევს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საგარეო კურსის დავიწყება, თუმცა მან ასევე მიგვანიშნა ნეიტრალიტეტის სტატუსზეც," - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მუქარასთან დაკავშირებით, „რეზონანსს" ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ესაუბრა.
რუსეთი საქართველოს უკვე ღიად ემუქრება, მეტიც, ის საქართველოს ულტიმატუმს უყენებს, - მან უნდა აირჩიოს ან ევროატლანტიკური დღის წესრიგი ან სამხრეთ კავკასიაში რეგიონული ატმოსფეროს გაუარესება.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგნელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. კარასინის კომენტარს „კომერსანტი ავრცელებს."
„ჩვენ, პირიქით, ვიღწვით, მოვუწოდოთ საქართველოს, რომ ჩვენ ურთიერთობებში უსიამოვნო მოულოდნელობები არ იყოს. საქმე ისაა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკაში სულ უფრო აქტუალური ხდება ნატო-ს დღის წესრიგი. იქ, საკმარისად ხშირად ტარდება ნატო-ს მასშტაბური წვრთნები. ამასთან, საქართველო ხელს უწყობს, რომ მასში მონაწილეობა მიიღონ რეგიონის სხვა ქვეყნებმაც, მაგალითად სომხეთმა.
„ჩვენ, პირიქით, ვიღწვით, მოვუწოდოთ საქართველოს, რომ ჩვენ ურთიერთობებში უსიამოვნო მოულოდნელობები არ იყოს. საქმე ისაა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკაში სულ უფრო აქტუალური ხდება ნატო-ს დღის წესრიგი. იქ, საკმარისად ხშირად ტარდება ნატო-ს მასშტაბური წვრთნები. ამასთან, საქართველო ხელს უწყობს, რომ მასში მონაწილეობა მიიღონ რეგიონის სხვა ქვეყნებმაც, მაგალითად სომხეთმა," - განაცხადა გრიგორი კარასინმა.
რამ გამოიწვია კრემლის გაღიზიანება ამჯერად და შესაძლოა თუ არა არსებობდეს ისეთი რამ, რაც ზედაპირზე არ ჩანს და კულუარებში დარჩა?
ვახტანგ მაისაიას განცხადებით, კარასინი რადიკალურად განსხვავებული ტონით, ულტიმატუმის ენით ესაუბრება საქართველოს, რაც გასაკვირი არ არის, - ეს იმ ახალი ცივი ომის ახალი ფაზიდან გამომდინარეობს, რაც დღეს არსებობს.
„კარასინის განცხადების თანახმად, საქართველომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხელის უნდა შეუწყოს უსაფრთხოებას, ან ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი აირჩიოს, - ან უნდა შევეშვათ ევროატანტიკური ინტეგრაციის კურსს, ან ავირჩიოთ ნეიტრალური საგარეო კურსი, როგორც მოლდოვის მაგალითია. კარასნინმა ეს მოდელი შემოგვთავაზა.
„ეს გასაკვირი არც არის, რადგან ახალი ცივი ომი უკვე დიდი ხანია შემდგარია, რომელიც ახლა ცხელ ფაზაში გადავიდა. ამას ხელი შეუწყო ვაშინგტონის ხელშეკრულების გაუქმებამ. ასევე, შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს სტრატეგიული შეიარაღების შესახებ შემცირების ხელშეკრულება 3-ის გაუქმებაც, რაც კიდევ უფრო გაართულებს აშშ-რუსეთის ურთიერთობას, რაც უკვე ზენიტისაკენ მიდის.
„შავი ზღვის აუზი დაპირისპირების პირდაპირი ცხელი ხაზი გახდა, რაც ანაკლიას პორტის მშენებლობის შედეგებზე აისახა. შავი ზღვა გადაიქცა ამერიკისა და რუსეთის სამხედრო ძალების დაპირიპირების პოლიგონად.
„თუ ადრე ამერიკული გემების შემოსვლა შავი ზღვის აკვატორიაში რუსეთის მხრიდან არ იყო აღქმული ნეგატიურად, ახლა ეს აღიქმება საკმაოდ სერიოზულ სამხედრო გამოწვევად, მითუმეტეს, ნატოს წვრთნების ჩატარებას საქართველოსა და უკრაინაში, მათთვის ეროვნული ინტერესების პირდაპირ შებღალვას წარმოადგენს. აქედან გამომდინარეობს სწორედ ეს რიტორიკაც.
„ნატოსთან ურთიერთობა, სამწუხაროდ, რუტინულად მიდის. მაკედონიის პრობლემა მოიხსნა, - მაკედონია, ფაქტობრივად, უკვე ნატოს წევრია. დარჩა სამი ქვეყანა, რომელსაც ნატოში შესვლა უნდა, ესენია: საქართველო, უკრაინა და ბოსნია-ჰერცოგოვინა. ნატო-ში გაწევრიანების მსურველი სხვა ქვეყანა უკვე აღარ არსებობს.," - აღნიშნა მაისაიამ.
რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში, კონკრეტულად რა ბერკეტები გააჩნია და რა ზემოქმედების მოხდენა შეუძლია?
მაისაიას თქმით, ეს სამხედრო და გეოსტრატეგიული ხასიათის ზემოქმედებაა. ასევე, იგი ინფორმაციულ და პროპაგანტისტულ მანქანაზე ამახვილებს ყურადღებას, რასაც, მისი თქმით, რუსეთი უფრო მეტად გააძლიერებს.
„რუსეთს საქართველოზე სამხედრო და გეოსტრატეგიული ხასიათის ზემოქმედების მოხდენა შეუძლია. სამხედრო-სტრატეგიული, სამხედრო-ოპერატიული და სამხედრო-პოლიტიკური. ფაქტობრივად, რუსები უკვე ქმნიან საკმაოდ ძლიერ დაჯგუფებას, - სამხედრო-ოპერატიულ სარდლობას სამხრეთში.
„ასევე, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსებმა დაიწყეს სამხედრო ბაზის მშენებლობა, სადაც შესაძლებელი იქნება წყალქვეშა ნავების გადამალვა და გამოყენება შემდგომი ამოცანებისა და მიზნებიდან გამომდინარე.
"რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ასევე გააძლიერებს საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ ომს და პროპაგანდისტული მიმართულებითაც განახორციელებს ქმედებს. უახლოეს პერიოდში, საქართველოს წინააღმდეგ რბილი ძალის ელემენტები გაიზრდება, ისევე როგორც სახედრო მუქარები, რომელსაც რუსეთი ისედაც ახორციელებს," - აცხადებს ის.
მისი თქმით, არსებობს ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, რაც გასათვალისიწინებელია. ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი, სამხედრო თვალსაზრისით, უფრო მეტად გააქტიურდა.
მისი განცხადებით, საქართველოში თურქეთის როლის გააქტიურებასაც უნდა ველოდოთ, რაც ნატოს მოკავშირეობის ფორმატში არ განიხილება.
„სამხრეთ ოლქში მობილიზაციის განვითარების ცენტრი შეიქმნა. რუსეთი ასევე ქმნის ორ დივიზიას და დამატებით, სადესანტო ჯარებში მეხუთე დივიზია შევიდა, რომელიც სავარაუდოდ სამხრეთ ოლქის ტერიტორიაზე განთავსდება. რუსეთს უკვე ექნება ორი საჰაერო-სადესანტო დივიზია, რომელიც სრულ მიდმივ სახმედრო მზადყოფნაში იქნება.
„გეოსტრატეგიულ დონეზე საინტერესო კომბინაცია იკვეთება - რუსეთი-ირანის მიმართულება. ამ შემთხვევაში, სტრატეგიული პარტნიორობა და მათ შორის არსებული სტრატეგიული ინტერესების კავკასიის-კასპიისპირეთის მიმართულებით და გარკვეულწილად შავი ზღვის მიმართულებით გადანაწილება.
„ირანი აპირებს, რომ გაიყვანოს გაზსადენი, სადაც საქართველოც უნდა მოექცეს, საუბარია ირანზე, სომხეთსა და საქართველო. ასევე, გასათვალისწინებელია რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა და ამასთანავე, თურქეთ-ამერიკის ურთიერთობის გაუარესება.
"შემთხვევითი არ არის, რომ თურქეთმა დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები. ანკარა ამბობს, თითქოს ეს ნატოს მიმართულებით ხორციელდება, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ის მოკავშირეობის მისიას ასრულებს. თურქეთმა დამოუკიდებლად შექმნა თავისი სამხედრო-საზღვაო ბაზა სამსონისა და ტრაპიზონში.
„თურქეთი, ფაქტობრივად, რუსულ შეიარაღებაზე გადავიდა. იგი აპირებს შეიძინოს რუსული საბრძოლო ჯავშანმანქანები და საბრძოლო ვერტმფრენები. საქართველოში თურქეთის გავლენა გაიზრდება, არა იმ კონტექსტში, რა კონტექსტშიც თურქეთს თავისი ვალდებულება აქვს, ნატოს მოკავშირის ფორმატში," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.
წყარო: resonancedaily.com
 
2524 /
04 მარტი 2019
სხვა სიახლეები:
პოლიტიკა
01 მარტი 2022
პოლიტიკა
15 დეკემბერი 2021
პოლიტიკა
15 დეკემბერი 2021
პოლიტიკა
27 ივლისი 2021
პოლიტიკა
08 ოქტომბერი 2020
პოლიტიკა
23 სექტემბერი 2020
კომენტარები