პოლიტიკა
01 მარტი 2022
სიახლეები:
რუსეთი ისევ იმუქრება. იმუქრება ისე, როგორც 2008 წელს აგვისტოს ომამდე, ან როგორც უკრაინაში ომის დაწყების წინ. კრემლი, როგორც ჩანს, უკმაყოფილოა საქართველოში დაგეგმილი ნატო-ს წვრთნებით.
მუქარის შემცველი განცხადებები პუტინის წარმომადგენელმა საქართველოს წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც ბიძინა ივანიშვილის გზავნილები მოისმინა. გრიგორი კარასინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ საქართველო ალიანსთან და შეერთებულ შტატებთან დაახლოებას არ შეეშვება, რუსეთის პასუხი მძიმე იქნება.
ის, რომ მსგავსი რიტორიკა რუსეთს აგვისტოს ომის დაწყებამდე ჰქონდა, ამას ნინო ბურჯანაძეც ადასტურებს, რომელიც გრიგორი კარასინს და რუსეთის პოლიტიკასაც კარგად იცნობს. "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი განმარტავს, რომ განუსაზღვრელი ძალაუფლების განუსაზღვრელი ვადით შესანარჩუნებლად ქართველ მილიარდერს დასავლეთი არ გამოადგება. პუტინს კი არც არჩევნები აღელვებს, არც ადამიანის უფლებები და არც სასამართლო. ვაჭრობს პირდაპირ და ნაღდზე. საქართველომ ფეხი არ უნდა ჩადგას ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციასა და კონსორციუმში, რომელიც რუსეთის ინტერესებს არ შეესაბამება. დაწყებული ნატო-თი და დასრულებული სატრანსპორტო პროექტებით, თუკი ასეთებმა შეიძლება კონკურენცია, მაგალითად, ნოვოროსიისკის პორტს გაუწიონ
 
3810 /
03 მარტი 2019
სხვა სიახლეები:
პოლიტიკა
01 მარტი 2022
პოლიტიკა
15 დეკემბერი 2021
პოლიტიკა
15 დეკემბერი 2021
პოლიტიკა
27 ივლისი 2021
პოლიტიკა
08 ოქტომბერი 2020
პოლიტიკა
23 სექტემბერი 2020
კომენტარები