სხვადასხვა
20 მარტი 2019
სიახლეები:
მყინვარწვერზე, ვულკანზე მაღალი სეისმოლოგიური აქტიურობა შეინიშნება – ეს არ შეესაბამება მძინარე ვულკანის ნიშნებს
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორმა თეა გოდოლაძემ ყაზბეგის მთა მყინვარწვერზე ვულკანის ამოფრქვევის საშიშროებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იქ ბევრი მიწისძვრა ფიქსირდება, თუმცა პანიკის საფუძველი არ არის.
ყაზბეგის მთის აქტიურობა კავკასიონზე მიმდინარე ტექტონიკური პროცესების შედეგია.
საბჭოთა კავშირის დროს ჩატარებული კვლევის თანახმად, ყაზბეგის მთა – ეს არის ვულკანი, რომელზეც უკანასკნელი ამოფრქვევა, სავარაუდოდ, 2,5 ათასი წლის წინ მოხდა.
„ცალსახად არაფრის თქმა არ შეგვიძლია. მყინვარწვერის მასივზე ძალიან ბევრი მიწისძვრა ხდება. თუმცა, მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ უნდა ჰქონდეს. იალბუზი და მყინვარწერი ორი აქტიური ვულკანია, რომლებსაც დიდი ყურადღება სჭირდება. თუ ვულკანს სძინავს, მას ასეთი დოზით სეისმოლოგიური აქგიურობა არ უნდა ჰქონდეს. ეს ჩვეულებრივი ვულკანური მასივია, რომელზეც მონიტორინგის ჩატარება აუცილებელია“, – განაცხადა თეა გოდოლაძემ.
„ჩვენ ცალსახად ვერაფერს ვამბობთ. მტკიცებით ფორმაში რაც შეიძლება ვთქვათ, არის ის, რომ ძალიან ბევრი მიწისძვრა ხდება მყინვარის მასივზე. თუმცა მოსახლეობაში პანიკის საფუძველი არ უნდა იყოს. იალბუზი და მყინვარწვერი ორი აქტიური ვულკანია, რომელიც დიდ ყურადღებას საჭიროებს. თუ მიძინებული ვულკანია, მას სეისმური აქტივობა ასეთი დოზით არ უნდა ახასიათებდეს, ესაა ჩვეულებრივი ვულკანური მასივი, რომელზეც აუცილებელია მონიტორინგი ვაწარმოოთ“, – განაცხადა გოდოლაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ დეკემბრის მონაცემებით, ყაზბეგის მთის მასივზე ყოველდღიურად 91 მიწისძვრა ხდება. ესაა მიკრო–ბიძგები, რაც ვულკანურ მასივს ახასიათებს.
„მიწისძვრა არის შედეგი და არა მიზეზი, მიზეზი ტექტონიკური პროცესებია. ევრაზიისა და არაბეთის ორი ფილაქნის შეჯახების ზოლში ვართ და საკმაოდ აქტიურები ვართ სეისმო–კუთხით”, — განაცხადა თეა გოდოლაძემ.
 
5214 /
03 მარტი 2019
სხვა სიახლეები:
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
16 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
14 მარტი 2019
კომენტარები