საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
ბათუმში დაჭრილი ქალბატონის ახლობელი ამბობს, რომ კონფლიქტი რელიგიურ ნიადაგზე გუშინ დაიწყო და დღეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაგრძელდა. როგორც დაზარალებულის ახლობელი განმარტავს თავდამსხმელები ერთ-ერთი სექტის წარმომადგენლები იყვნენ და მართლმადიდებლურ რელიგიას შეურაცყოფდნენ, რასაც დაზარალებული შეესწრო.
ქალბატონის განმარტებით სწორედ ამას მოჰყვა მამაკაცებს შორის დაპირისპირება და ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებებით კონფლიქტის მონაწილე სტაციონარში გუშინ მოათავსეს, დღეს კი განმეორებით იმ დროს დაესხნენ დაზარალებულს იგივე მამაკაცები თავს, რა დროსაც მამაკაცი ახლობელმა ქალბატონმა მოინახულა. თავდასხმის დროს ქალბატონი ბარძაყის არეში დანით დაჭრეს:
"მოკვლა უნდოდათ იმისი, მაგიტომ იყვნენ მოსული. ისინი თურმე ლანძღავდნენ ქრისტიანობას, რომელიღაც სექტიდან იყვნენ მგონი, ამას უთქვამს ნუ ილანძღები სარწმუნოებაა და არ უნდა ლანძღვაო და ამის გამო დაესხნენ თავს. ნაცემი იყო გუშინ მოათავსეს ეს საავადმყოფოში, დღეს მოვიდა ბიძაშვილის სანახავად ეს ქალი. დღსაც მოცვივდნენ კიდევ, ატყდა ჩხუბი მოკვლა უნდათ და ამ ქალსაც დანა დაარტყეს. დაჭრილი ქალი ჩემი მეგობრის შვილია", - განუცხადა "პრაიმტაიმს" ერთერთი დაჭრილის ახლობელმა.
 
1681 /
03 მარტი 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები