SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

"სულელი, გაუნათლებელი და უინტერესო ქართველები..."- კობახიძის სკანდალური განცხადება და შეურაცხყოფილი ემიგრანტები

ავსტრიაში ვიზიტად მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კოაბხიძე ქართველ ემიგრანტებსა და სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე ნათია ქვიტარიძე კობახიძის მიერ შეურაცხმყოფელ და სკანდალურ განცხადებებზე სოციალურ ქსელში წერს:

„ჩვენმა შეხვედრამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ცოტა უცნაურად ჩაიარა.

თავიდან საკმაოდ კეთილგანწყობილი ჩანდა, დაჯდომაზეც კი უარი განაცხადა და მთელი შეხვედრა, რომელიც დაახლოებით, 2 საათს გაგრძელდა, სულ ფეხზე იდგა. ჩვენ ვაფასებთ ამას,

თუმცა მურუსიძე-ჩინჩალაძე-გვრიტიშვილის საკითხზე ისეთი არგუმენტებით საუბარი გვაკადრა, ძალიან ნაწყენი დავრჩი მეც და დანარჩენებიც, რომლებმაც პოლემიკაში შესვლა სცადეს.

ერთ-ერთი ემიგრანტის კითხვაზე, რატომ არ ჰკითხა ხელისუფლებამ აზრი მოსახლეობას, როცა პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევა გააუქმა, ბატონმა კობახიძემ პირდაპირ უპასუხა, რომ „ხალხს ელემენტარული განათლება არა აქვს და მისი (ხალხის) აზრით მანიპულირება ძალიან იოლია“. მაგალითად მოიყვანა სოციოლოგიური გამოკითხვა (სავარაუდოდ, ბიგვავას გაკეთებული), სადაც გამოკითხულთა 75%-მა სპეციალურად დასმულ შეკითხვას აბსურდული პასუხი გასცა.

ანუ, ხალხი სულელია, მისი აზრი ჩვენთვის საინტერესო არააო :)

ზუსტად ასე გვითხრა :)

ჩვენ გვითხრა :)

გუშინ გვითხრა :)

ბატონო ელჩო, Dato Dondua

პატივცემულო საელჩოვ, Embassy of Georgia to the Republic of Austria

შეხვედრის დროს ძალიან ბევრჯერ დაგვაყვედრეთ, პარლამენტის თავმჯდომარე, ვციტირებ - „ამხელა კაცი“, ასეთი დატვირთული დღის მერე, რომ გვხვდება და შეკითხვებით ნუ ვაწუხებთ. თქვენი ამ შენიშვნების გამო მეც და იქ მყოფმა ბევრმა ადამიანმა თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენით.

ჩემი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე დიახაც უნდა შემხვდეს და უპასუხოს ჩემს შეკითხვებს, 7 წელიწადში ერთხელ კი არა, უფრო ხშირად და ინტენსიურად. მე ის ავირჩიე, მე ვარ ხალხის ნაწილი, მე მისი ხელისუფლებაში ყოფნის წყარო ვარ და იგი ანგარიშვალდებულია ჩემს წინაშე წერტილი!

პ.ს. ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze დღეს გამოცდა მაქვს, მაგრამ გუშინ თქვენთან შეხვედრაზე მაინც მოვედი, რადგან ვგრძნობ ჩემს მოქალაქეობრივ ვალდებულებებს. მე და კიდევ ჩემი ბევრი მეგობარი ჩავაბარებთ ამ და ბევრ გამოცდას, რომ საქართველოს პარლამენტის არცერთმა თავმჯდომარემ არასდროს არ მოგვახალოს, რომ ხალხი გაუნათლებელია და მისი აზრი არ აინტერესებს.

ჩვენ სულელები არ ვართ და კიდევ მოვა არჩევნები!!!

განახლება: აქვე დავამატებ შეხვედრის სხვა მონაწილის შთაბეჭდილებებსაც:

გუშინ შეხვედრაზე ვიყავით პარლამენტის წევრებთან და თავმჯდომარესთან. ძალიან კი გვეზარებოდა ყველას, წინასწარაც ვიცოდით, რაც იქ მოხდებოდა და ვინ რას იტყოდა, თუმცა მაინც მივედით.

მაგრამ, ჰოი საკვირველებავ: ირაკლი კობახიძე მოულოდნელი განცხადებებით გამოირჩა.

1. ბატონი ელჩის თამადობით, ვისაც არ ეზარებოდა, ყველამ დაგვამადლა, დღეს შეხვედრები გვქონდა და დავიღალეთ, ძაან არ შეგვაწუხოთო. არადა, ალბათ აუდიტორიის 90% იყო დილიდან სამსახურში გასული, უცხო ქვეყანაში, და ამ შეხვედრისთვის პირდაპირ სამსახურებიდან მოვიდნენ.

2. ამჟამინდელი მოსამართლეები შეადარა ფაშისტური გერმანიის მარცხის შემდეგ ქვეყანაში დარჩენილ ფაშისტებს :) მოგვიყვა ისტორია, ფაშისტური რეჟიმი რომ შეიცვალა, ფაშისტები როგორი კარგები გახდნენ :)

(ამოცანა გვეკითხება, სად ქრებიან ქართული უნივერსიტეტების სამართალმცოდნეობის მიმართულების კურსდამთავრებულები, რომლებსაც ქვეყანა ყოველწლიურად დიდი რაოდენობით უშვებს)

3. თურმე მარტო 300 მოსამართლე ყოფილა ქვეყანაში, მიშას დროსაც ისინი იყვნენ, ახლაც ისინი არიან და მერეც ისინი იქნებიან.

 

4. რეფერენდუმზე საუბრისას ბრძანა, ეგ ფრიად სახიფათო რამეა, ხალხს არ აქვს საკმარისი ცოდნა და მარტივად ტყუვდებიან, ამიტომ რეფერენდუმი ქართველების საქმე არააო :)

21-ე საუკუნეში გვეუბნება ქართველებს, ინტერნეტიანებს, კომპიუტერიანებს, რო რამე და რეფერენდუმი ჩავატაროთ, ინფორმაციას ვერ დაამუშავებთ, პასუხს სწორად ვერ გასცემთ და დაღუპავთ ქვეყანასო. და თუ მაინც ასე ფიქრობ, პოლიტიკოსის მოვალეობა სხვა რაა, თუ არა ასეთი ალბათობის შემთხვევაში ამომრჩევლის სწორად ინფორმირება? ან ვინ უნდა შეიყვანოს მოსახლეობა შეცდომაში, როცა ხელისუფლებაში ხარ და ყველა ბერკეტი (ტელევიზიები, სხვა რესურსები) ხელთ გაქვს?

5. დანარჩენი ბობოლა პარლამენტარები ისხდნენ გატრუნულები, ხმა არ ამოუღიათ, არადა შეგახსენებთ, სიტყვა პარლამენტი ფრანგული სიტყვიდან მომდინარეობს და ქართულად ლაპარაკს ნიშნავს :)

გაიუს იულიუს კეისრის ცნობილი სიტყვებისთვის "ვენი, ვიდი, ვიცი" ირაკლი კობახიძეს ინტერპრეტირება რომ გაეკეთებინა, ასე გაიჟღერებდა:

"მივედი, მეგონა გავიმარჯვე, წავედი."

წყარო newposts.ge

 

5770 /

01 მარტი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები