უმძიმესი ინფორმაცია ! ვინ არის ქართველი ემიგრანტი, რომლის შვილიც დღეს CO-თი გარდაიცვალა ?
თბილისში, კნოლევის ქუჩაზე CO-ს დაგროვების შედეგად გარდაცვლილი 21 წლის დიმიტრი დარბაიძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშიდან არის. ახალგაზრდა კაცი თბილისში ერთ-ერთ სუპერმარკეტში მუშაობდა.
"სამუშაოდ იყო თბილისში, სოფელში თავისუფალ დღეებში ჩამოდიოდა ხოლმე. დედა ერთი წელია საბერძნეთში წავიდა სამუშაოდ, რადგან ოჯახს სოციალურად უჭირს. დიტოს სახლში მამა და ორი ძმა ჰყავს“, - განაცხადა ოჯახის ახლობელმა.
შეგახსენებთ, დიმიტრი დარბაიძესთან სახლში მისი მეგობარი, თსუ-ს სტუდენტი ანი ჯაფარიძეც იმყოფებოდა, რომელიც ასევე CO-ს დაგროვებას ემსხვერპლა.
სანზონაში ორი ადამიანის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო, ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
2020news.ge
5,149 ნახვა
01 მარტი 2019
კომენტარები