SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

 
Loading...

სასწრაფოდ! ვინ არის გლდანში CO-თი გარდაცვლილი 2 ახალგაზრდა, რომელიც ახლახან ვრცელდება

სასწრაფოდ! ვინ არის გლდანში CO-თი გარდაცვლილი 2 ახალგაზრდა, რომელიც ახლახან ვრცელდება

თბილისში, კნოლევის ქუჩაზე სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

ბინაში, რომელიც გაქირავებული იყო, ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი გარდაცვლილები იპოვეს.

როგორც პირველ არხს „ყაზტრანსგაზ თბილისში“ განუცხადეს, ბინაში ბუნებრივი აირის ღია წვის კამერიანი გამათბობელი ტექნიკური ნორმების დარღვევით იყო დამონტაჟებული.

„ჩვენს მიერ ბინაში შემოწმდა გაზგაყვანილობა. სამზარეულოში გაზის გაჟონვა არ აღინიშნა. სამზარეულოში დამონტაჟებული იყო სამსანთურიანი გაზქურა, ასევე შესასვლელში დამონტაჟებული იყო „ნიკალას“ ტიპის გამათბობელი ტექნიკური ნორმების დარღვევით. ჩვენს მიერ აღნიშნულ ბინას შეუწყდა გაზის მიწოდება, ქვემრიცხველიდან რეზინის მილის ჩახსნის მეშვეობით და 15 მმ-იანი ბურთულიანი ონკანის გადაკეტვით. ასევე აღნიშნული მისამართზე „ნიკალას“ ტიპის გამათბობელი ჩაიხსნა გაზის რეზინის მილიდან. აღნიშნული მისამართზე მთავარ მრიცხველზე დაერთებულია ქვემრიცხველები. ასევე, ეზოში ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებულია სამი ცალი ღია წვის კამერიანი წყალგამაცხელებელი. ჩვენს მიერ გადაიკეტა და დაილუქა ცენტრალურ მრიცხველი“, – აცხადებენ „ყაზტრანსგაზ თბილისში“.

როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო.

წყარო 1tv.ge

 

1032 /

28 თებერვალი 2019

Loading...

სხვა სიახლეები:

 
Loading...

კომენტარები