SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

სასწრაფოდ! ამ წუთებში სროლაა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში - საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში, სროლისა და აფეთქების ხმა ისმის

სასწრაფოდ! ამ წუთებში სროლაა  საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში - საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში, სროლისა და აფეთქების ხმა ისმის

რუსული მუქარა და სროლა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში. დღეს მთელი დღის განმავლობაში, საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში, სროლისა და აფეთქების ხმა ისმის. რამდენიმე აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ე. წ. საზღვრიდან საკმაოდ მოშორებით, სოფელ ძევერაშიც იგრძნობოდა.

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ სროლისა და აფეთქებების ხმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან სისტემატურად ისმის, თუმცა ბოლო პერიოდში, საოკუპაციო ჯარის სწავლების ინტენსივობა, საგრძნობლად გაზრდილია.

უკანონო სამხედრო წვრთნების მიმდინარეობს ადასტურებენ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში, უწყებაში განმარტავენ, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განთავსებული რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის საოკუპაციო ნაწილები პერმანენტულად ატარებენ უკანონო სამხედრო წვრთნებს, რაც საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას.

 

4736 /

27 თებერვალი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები