01 მარტი 2022
მუქარა საქართველოს "მინდა გავაფრთხილო ქართველი კოლეგები უსიამოვნო მოულოდნელობების შესახებ "

პრაღაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა იმართება.
გრიგორი კარასინის თქმით, მიუხედავად ქვეყნებს შორის არსებული სირთულეებისა, ურთიერთობის განვითარება უნდა გაგრძელდეს. ამასთან, გრიგოლი კარასინმა სკანდალური განცხადება გააკეთა და განაცხადა , რომ ქართველი კოლეგები უსიამოვნო მოულოდნელობების შესახებ უნდა გააფრთხილოს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რა უსიამოვნო მოულოდნელობები ჰქონდა მხედველობაში.
„ჩემი მესიჯი არის იგივე - მიუხედავად სირთულეებისა უნდა განვაგრძოთ ურთიერთობების განვითარება და ასევე მინდა გავაფრთხილო ჩემი ქართველი კოლეგები იმ შესაძლო მოულოდნელობების შესახებ, რაც უსიამოვნოა ორივე ქვეყნისათვის." - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა.
 
3920 /
27 თებერვალი 2019
სხვა სიახლეები:
15 დეკემბერი 2021
15 დეკემბერი 2021
27 ივლისი 2021
08 ოქტომბერი 2020
23 სექტემბერი 2020
კომენტარები