SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

 
Loading...

რატომ აქციეს ზურგი იტალიაში ქართველ ემიგრანტს ?

Loading...
რატომ აქციეს ზურგი იტალიაში  ქართველ ემიგრანტს ?

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ნ.ქ. წერს იმ გაუსაძლის ყოფაზე, რაც ქართველ ემიგრანტებს ისევ ქართველებისგან, ვითომ დამსაქმლებისგან ექმნებათ.

"მომიწევს ამ ქალბატონის მხილება იმაში, თუ როგორ მომექცა და კიდევ ჩემ მერე სხვებს როგორ მოექცა. ჩემი მეგობრის შუამავლობით მოვხვდი ქალთან, რომელმაც დასაქმების მაგივრად საღამოს ქუჩაში გამომაგდო. იმის გამო, რომ მიას და ახალჩამოთრეულის  ბრძანებებს არ დავემორჩილე.

მე რომ დავატყვე, არ დამასაქმებდა, თავად ვეძებდი სამსახურს და არც შევდიოდი სახლში, მთელი დღეები შევაწუხე,  თუკი ვინმეს ვიცნობდი. ამ ბინაში, რომელსაც ეს ქალბატონი განაგებს, იკარგება თურმე ათასი რამ. მე არაფერი დამიკარგავს,  მაგრამ ახლა შემატყობინა ჩემმა მეგობარმა, თურმე ჩემს ჩანთაში ჩამძვრალან და პასპორტი გაუჩხრიკავთ. რა უფლებით ჩაძვრნენ ჩემს პირად ჩანთაში ეს გათავხედებული ქალები და ჩემ წინააღმდეგ ააგორეს ბინძური კამპანია?!

მე აბსოლუტურად არაფერი დამიშავებია და არც მათი წუნკლიანი ქვაბებით არ მისარგებლია, რომ მეჭამა. ამიყვანა დამსაქმებელმა მეორე სართულზე და ქურდულად დამიწყო გარჩევა იმისა, რაც არარსებული იყო, თან მოიყვანა მოწმეები მათ გარეშე. მე კი უთხარი, ახლავე დამაყენე პირზე-მეთქი და ეგრევე დატოვე აქაურობაო, აქ მე ვარ უფროსი და განკარგულებას მე ვიძლევიო…“, – წერს ნ.ქ.

(სარკენიუსი)

 

2532 /

27 თებერვალი 2019

Loading...

სხვა სიახლეები:

 
Loading...

კომენტარები

Loading...