საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
ივანიშვილი რომ არ მოსულიყო ხელისუფლებაში, ლაზიკის პორტი უკვე დამთავრებული იქნებოდა — ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა “პოსტ-სკრიპტუმში” განაცხადა.
“ივანიშვილი რომ არ მოსულიყო ხელისუფლებაში 2013 წლის ბოლოს, ლაზიკის პორტი იქნებოდა უკვე დამთავრებული. რა იქნებოდა ეს.. საქართველოს სინგაპურიზაციაზე რომ ვსაუბრობდით, ლაზიკა იყო ამის განსახიერება.
ეს, რა თქმა უნდა, არ იყო რუსეთის ინტერესებში. რუსეთის ტვირთები გადმოდიოდა საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არის ბევრად მეტი, ვიდრე 10 ნავთობსადენი, გაზსადენი და ბევრი სხვა, ეს იქნებოდა საქართველოს ეკონომიკური-პოლიტიკური სამხედრო მნიშვნელობა და, რა თქმა უნდა, ეს იბავდა აფხაზეთს. პრაქტიკულად მთელი გალის მოსახლეობა დასახლდებოდა აქ და სოხუმში და იქითა ზონის აფხაზებიც მოებმებოდნენ მთლიანად ლაზიკას.
ამიტომ, ივანიშვილის მოყვანა საქართველოს ხელისუფლებაში, ამის ერთ-ერთი მთავარი მოტივი იყო ამ პროექტის შეჩერება. ივანიშვილმა ეს მთლიანად ამოატრიალა, ბოლომდე დააჩოქა, გააღატაკა, გააუბედურა ეკონომიკურად ხალხი.
ვლადიმერ პუტინს ჰყავს თავისი მოლარეები, ეს არის, როგორც ივანიშვილს ჰყავს უჩა მამაცაშვილი, ისე ჰყავს ძმები როტენბერგები. ისინი მისი მთავარი ფინანსური მოკავშირეები არიან, ვისთანაც ერთად აკეთებს ყველანაირ ფინანსურ მაქინაციებს და პოლიტიკურ საკითხებს.
ძმები როტენბერგები, რა თქმა უნდა, არიან ამერიკელების და ევროკავშირის სანქციების ქვეშ ყირიმის ანექსიის შემდეგ და რას აკეთებენ.. ძმები როტენბერგები, რომლებიც ადრე ივანიშვილთან ინტენსიურ კონტაქტში იყვნენ, მათ აქვთ ფირმა ტაო, ეს ფირმა დარეგისტრირებულია ვარშავაში და ახლა ეს ფირმა აკეთებს ანაკლიის პორტის ეკონომიკურ და ტექნიკურ დასაბუთებას.
პროექტს ხელმძღვანელობს დიმიტრი კალატრისკი, რომელიც არის როტენბერგების ბანკის ყოფილი დირექტორი და მას შემდეგ, რაც როტენბერგები მოხვდნენ სანქციების ქვეშ, ამან ვითომ გააკეთა ის, რომ როტენბერგებთან კავშირი გაწყვიტა, დარჩა პრაღაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, რომ ყველამ იცის, რომ როტენბერგებზე ან ახლა ეს დიმიტრი კალატრისკი არის ახლა არის წამყვანი ანაკლიის პორტის პროექტის.
ეს იმას ნიშნავს, რომ იმის მაგივრად, რომ საქართველო გამდიდრებულიყო, იმის ნაცვლად, რომ პორტი აშენებულიყო და უკვე 2013 წელს დაეწყო ფუნქციონირება, იმის მაგივრად, რომ სამეგრელოში თითოეულ ადამიანს ჰქონოდა 5-ჯერ, 6-ჯერ, 10-ჯერ მეტი შემოსავალი, იმის მაგივრად, რომ ქართველები დაბრუნებულიყვნენ საქართველოში, იმის მაგივრად, რომ მთლიანად აფხაზეთი მობმულიყო მთლიანად სამეგრელოს რეგიონს და დანარჩენ საქართველოს, ამის ნაცვლად ახლა რუსებმა დაიწყეს მთავარი პორტის მშენებლობა ოჩამჩირეში, რაც უარესი ადგილია ამ პორტისთვის, ვიდრე ანაკლიაში, ისინი აპირებენ აფხაზეთის რკინიგზის გახსნას და დანარჩენი საქართველოს მობმა რუსეთზე და ოჩამჩირეზე და აფხაზეთზე, იმის მაგივრად, რომ აფხაზეთი ჩვენ მიგვება ანაკლიაზე და გამდიდრებულიყვნენ ზუგდიდელები.” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
წყარო commersant.ge
 
2727 /
26 თებერვალი 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები