27 დეკემბერი 2021
„ემიგრანტი ქალები ვეღარ უძლებენ არსებულ მდგომარეობას, ძალა აღარ ჰყოფნით...“

ქართველი ემიგრანტების ფსიქოლოგი მანანა გოგიშვილი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ემიგრანტების სიკვდილიანობა გახშირდა, რაც უცხოეთში მცხოვრები ქართველების მძიმე ფსიქოემოციურ გადაღლილობითა და სტრესით არის გამოწვეული.
„ემიგრანტი ქალები ვეღარ უძლებენ არსებულ მდგომარეობას, ძალა აღარ ჰყოფნით, გაუმკლავდნენ ცხოვრებისეულ გამოწვევებს... ისინი ხშირად ფიქრობენ და მესაუბრებიან სუიციდის შესახებ.
მოგეხსენებათ, არაერთი შემთხვევაა, როდესაც ასე სამწუხაროდ, ფატალურადაც დაუსრულებიათ კიდეც სიცოცხლე ჩვენს თანამემამულეებს.
უარყოფითი ფიქრებით დატვირთული ბევრი ადამიანი ავადდება, ზოგს შემდგომ წნევა აწუხებს,ზოგს თავის ტკივილები, ზოგს, თქვენ წარმოიდგინეთ, ქვედა კიდურების პრობლემებიც კი ეწყება, ზოგს ნევროზი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ისახება იმ სტატიკაში რაც, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ასე გამოკვეთილ პრობლემად ჩამოყალიბდა”, – აცხადებს მანანა გოგიშვილი.
დიასპორა.ჯი
 
1764 /
26 თებერვალი 2019
სხვა სიახლეები:
28 ოქტომბერი 2021
16 ოქტომბერი 2021
08 ივლისი 2021
18 ივნისი 2021
14 ივნისი 2021
კომენტარები